ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ სპონსორობას განაგრძობს
ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ ‘ლანჩხუთის’ მხარდაჭერას განაგრძობს და ახალი მემორანდუმის ფარგლებში ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის პარტნიორობა 2022 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. განახლებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით […]