ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში განათლების მხარდაჭერას და მასწავლებლებზე ზრუნვას განაგრძობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს სკოლების დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას, წარჩინებული […]