ფინანსთა მინისტრი: საწვავის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე
„თუ გადავხედავთ ბოლო ორი კვირის მონაცემებს, დაახლოებით, 15-20 დოლარის ფარგლებში მერყეობს ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი სტრატეგია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე, რაზეც შემდგომ მოხდება შესაბამისი პასუხის გაცემა საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი […]