Friday, 28 August 2026
$ 2.61
3.04
£ 3.55
0.03
0.05

რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაიზარდა და 11.0% შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მათივე ინფორმაციით, ახალი შოკის […]

admin30.03.2022

ფინანსთა მინისტრი: საწვავის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე

„თუ გადავხედავთ ბოლო ორი კვირის მონაცემებს, დაახლოებით, 15-20 დოლარის ფარგლებში მერყეობს ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი სტრატეგია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე, რაზეც შემდგომ მოხდება შესაბამისი პასუხის გაცემა საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი […]

admin29.03.2022

ლიბერთიმ – „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ლიბერთიმ UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა საზოგადოებას გააცნო ლიბერთის მიერ ქალთა გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები და ინიციატივები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და განვითარებას. ,,ლიბერთი 2019 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანიაა საქართველოში. […]

admin29.03.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ფასების ზრდა და ინფლაცია ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევა ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან და საქართველო ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი

ფასების ზრდა და ინფლაცია ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევა ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან და საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რაც ხდება მსოფლიოში, ეს საქართველოზეც აისახება. „მინდა შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან, […]

admin28.03.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით

საწვავის ფასებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მითუმეტეს მაშინ, ყველას შევახსენებ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს. „ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. კიდევ […]

admin28.03.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა, მთავრობამ ამისთვის ბევრი იმუშავა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების […]

admin28.03.2022

ეროვნული ბანკი: თებერვალთან შედარებით, მარტში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 856 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი მარტისათვის 37.63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 856.15 მლნ ლარით, ანუ 2.33 პროცენტით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ანგარიშის თანახმად, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 289.24 მლნ ლარით, ანუ 1.80 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 566.92 მლნ ლარით, ანუ […]

admin25.03.2022

სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ რუსეთის კოორდინაციით წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, – ამის შესახებ დღეს, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. „ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები […]

admin24.03.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა

საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა; ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში განაცხადა, სადაც ნატო-საქართველოს სწავლების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლების […]

admin24.03.2022

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. „პაქსლოვიდი“ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდი“-ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე […]

admin23.03.2022