ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“ ტრადიციულად ლიბერთის მხარდაჭერით ჩატარდა
ლიბერთის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებელის“ რედაქციისა და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ორგანიზებით, უკვე მეექვსედ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. კონკურსის დასკვნითი საღამო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი მოთხრობები, თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებს ასახავდა. ჟიურის მიერ დასახელებული სამი […]