ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ 4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს უახლესი ისტორიაც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის ისტორიაა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქართველი […]