Thursday, 30 July 2026
$ 2.63
3.02
£ 3.52
0.03
0.06

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება. მათივე ცნობით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში […]

admin12.12.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით ბოლო 2-3 წელიწადში

ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი. ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის შიდა პროდუქტი, GDP, გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით ბოლო 2-3 წელიწადში. გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება და მეტი აქტიური მუშაობა შემდეგი წლიდან. […]

admin12.12.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ

ენგურჰესი – ნიკა კვარაცხელიას ფოტო ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ და თბოსადგურების მშენებლობას და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ, რაც ჯამში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაგროვილი 800 მეგავატის მემორანდუმები გაეშვება, წლის ბოლოს 1500 მეგავატზე […]

admin12.12.2022

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება

ფოტო: ანაკლიის პორტი-ის Facebook-ის გვერდიდან ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს, ესაა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ანაკლიის პორტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, […]

admin12.12.2022

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება. „მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, ორი პარალელური გზაგამტარი და ერთი სატრანსპორტო კვანძი. გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის […]

admin11.12.2022

მოასწარი დეკემბერი – ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე დაიწყო

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე დეკემბრის აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განსაკუთრებული პირობებიდან ერთ-ერთი. ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთი პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან) ან დაისვენოს სესხის ყოველთვიური გადასახადისგან ზაფხულამდე, 6 თვემდე საშეღავათო პერიოდის პირობით აქციის პირობებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ახალი სესხის აღებისას, ასევე არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის/თანხის დამატების შემთხვევაში, შემოსავლების დადასტურების […]

admin08.12.2022

სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას ‘CashBack’ Dressup ჯგუფი შემოუერთდა

დღეიდან, Dressupჯგუფი ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ‘CashBack’-ის პარტნიორი კომპანიაა. მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს ‘Dressup’ საქართველოში უკვე 25 წელზე მეტია წარმოადგენს. პარტნიორობის აღსანიშნავად, 9 დეკემბერს ლიბერთის Mastercard ბარათების მომხმარებლებს Dressup ჯგუფის მაღაზიებში ყველაზე მაღალი 50% ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდებათ. ქეშბექი ვრცელდება ნებისმიერ, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზეც მაღაზიებში: LEE & WRANGLER-50% ქეშბექი LEVIS-50% ქეშბექი LACOSTE-50% […]

admin07.12.2022

ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი ბანკი, უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის სტრატეგიული პარტნიორია

ლიბერთი, უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია. ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს. წელს, ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 47-მა გუნდმა, მათ შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17-მა გუნდმ მოიპოვა. დამატებით 10-მდე ძლიერი […]

admin07.12.2022

შალვა პაპუაშვილი: საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას

„საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და უკვე აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკური, […]

admin06.12.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადს 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან

ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან […]

admin05.12.2022