Thursday, 30 July 2026
$ 2.63
3.02
£ 3.52
0.03
0.06

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 21 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გლობალურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია და პანდემიისგან წარმოქმნილი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება. ევროკავშირის მიერ […]

admin21.12.2022

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება […]

admin21.12.2022

„რიგიანი ახალი წელი“ – CashBack-ის და Visa-ს ერთობლივი აქცია 24 დეკემბრიდან იწყება!

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ რიგიანი ახალი წლის აქციის ფარგლებში ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე მაღალ ქეშბექს დაუბრუნებს! აქციის ფარგლებში, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 60%-მდე ნაწილს ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებენ. მეგობარი ობიექტები, რომლებშიც ლიბერთის მომხმარებლები რიგიანი ახალი წლის აქციით შეძლებენ სარგებლობას: 24 დეკემბერი – მინისო• Miniso – 40% ქეშბექი / ლიმიტი 300 ლარი 24 დეკემბერი – Tsvara• ცვარა – 50% ქეშბექი / ლიმიტი 200 ლარი 25 დეკემბერი – XS Toys – 60% […]

admin21.12.2022

Pay.ge – ლიბერთი ციფრული არხების განახლებას განაგრძობს

ლიბერთი ბანკის ციფრულ არხებში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. დღეიდან, საგადამხდელო ვებგვერდის, Pay.ge-ს განახლებული ვერსია ამოქმედდა. Pay.ge არის ლიბერთის ციფრული საგადამხდელო არხი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს. Pay.ge-ს საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად, ნებისმიერი ბანკის ბარათიდან ბარათზე მომენტალურად გადარიცხვის (P2P) ფუნქციონალით სარგებლობა. „ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი […]

admin20.12.2022

„ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ და სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება. „მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც […]

admin19.12.2022

ყოველდღე ყველაზე მაღალი CashBack-ი – ლიბერთის ლოიალობის პროგრამას უკვე 500-ზე მეტი მეგობარი ობიექტი ჰყავს

‘CashBack’ ლიბერთი ბანკის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა. ლოიალობის პროგრამა ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის, ბანკმა 2019 წლის ბოლოს წარადგინა და მას შემდეგ, სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, მეგობარ ობიექტებში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც ხორციელდება გადახდა. ანგარიშზე დაბრუნების გარდა, CashBack-ით დაბრუნებული თანხის ავტომატურად დაგროვება ლიბერთის საანაბრო პროდუქტის საშუალებით […]

admin19.12.2022

2022 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 284.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა. უწყების ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წლის III კვარტალში 9.4 პროცენტით განისაზღვრა. „2022 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი […]

admin19.12.2022

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,159,558,975 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 103.5%-ით აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით. 2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 305,029,882 […]

admin19.12.2022

კობა გვენეტაძე: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროების მიზეზები განმარტა და მონეტარული პოლიტიკის გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა. „გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და დროებითი შოკების ამოწურვის კვალდაკვალ ინფლაცია უნდა შემცირებულიყო, თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, მაშინ, როდესაც, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების […]

admin14.12.2022

ლიბერთი, უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, დაპროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. ICPC-ის ნახევარფინალში 47-მა გუნდი, მათ შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17 გუნდი მონაწილეობდა. დამატებით 10 უძლიერესი გუნდი კი სამხრეთ კავკასიის ღია პირველობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ICPC-ის ნახევარფინალი ერთდროულად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, […]

admin13.12.2022