Friday, 31 July 2026
$ 2.63
3.02
£ 3.52
0.03
0.06

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – იტყობინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო […]

admin10.07.2023

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღძრულის სისხლის სამართლის საქმეზე ვრცელ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას, 2015 წლის ზაფხულში გიორგი ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიზნეს წინადადებით მიმართა, დაებანდებინა თანხები ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და  ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში. როგორც […]

admin10.07.2023

ონკოლოგიური დიაგნოზის ბავშვებს, სახელმწიფო დაფინანსებით, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის […]

admin10.07.2023

„მოასწარი ზაფხული“ – ლიბერთის აქცია სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება

„მოასწარი ზაფხული“ – ლიბერთის საზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთიში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხით ისარგებლებს, ან სხვა ბანკიდან გადმოიტანს – ისარგებლებს გაცემის ნულოვანი საკომისიოთი. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პირობები ვრცელდება წლიურ საპროცენტო განაკვეთზეც, რომელიც 31 ივლისის ჩათვლით 15.5%-დან განისაზღვრება (ეფექტური 18.39%-დან). ლიბერთის სახელფასე პროგრამის მომხმარებლები სასურველი თანხის დამტკიცებას, ან არსებულ სესხზე თანხის […]

admin04.07.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: „საპარტნიორო ფონდს“ განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში

„საპარტნიორო ფონდი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში. „ჩემთვის დიდი პატივია, […]

admin03.07.2023

2023 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო

3 ივლისს, საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 2023 წლის გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. პირველი გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო. მინისტრმა საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ აპლიკანტები სპეციალურად მათთვის შექმნილ მშვიდ და კომფორტულ აკადემიურ გარემოში თავიანთი […]

admin03.07.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: შარშან ექსპორტი გაიზარდა 31.%-ით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 19.2 მილიარდი დოლარი

შარშან ექსპორტი გაიზარდა 31.%-ით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 19.2 მილიარდი დოლარი, რომელიც ასევე რეკორდული მოცულობაა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში ასევე იზრდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მქონე ქვეყნებთან ვაჭრობა. „ბოლო წლებში, ძვირფასო მეგობრებო, მზარდი ტენდენციით ხასიათდება საგარეო […]

admin30.06.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა

მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ შეძლო და საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი […]

admin30.06.2023

ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა

საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, […]

admin30.06.2023

ლიბერთის მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა Lingwing-მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა

ლიბერთის მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა Lingwing -მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს. ახლახან, ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა -Lingwing-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. აღნიშნული პლატფორმით, ქართული ენის შესწავლა ინგლისური და უკრაინული ენებიდანაა შესაძლებელი. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს […]

admin28.06.2023