ანდრეი პლენკოვიჩი: ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპული პერსპექტივის აღიარებას
მტკიცედ გიჭერთ მხარს ევროპული და ტრანსატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას,- ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში, საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, ხორვატია მხარს უჭერს და პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ისევე […]