ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა
ბატონ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ იგი დიდი ოპტიმიზმით ელოდება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას. პრემიერმა […]