თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო
თბილისის მერმა კახა კალაძემ 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას “თბილისობა 2023” მიულოცა. 2023 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიიღო 26-მა მოქალაქემ. მათ შორის არიან: არჩილ ხომასურიძე – რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი; ჟანრი ლოლაშვილი – თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ნუგზარ უბერი – ექიმი, პედიატრი; ალექსანდრე კოტორაშვილი – […]