Tuesday, 25 August 2026
$ 2.62
3.05
£ 3.57
0.03
0.05

ირანის ყველაზე მაღალი რანგის ბირთვული მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს

ირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე მაღალი რანგის მეცნიერს, მოჰსენ ფახრიზადეს დედაქალაქ თეირანის ახლოს, აბსარდში, ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს, ჭრილობები მიაყენეს და იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა მკვლელობა შეაფასა, „როგორც სახელმწიფო ტერორისტული აქტი“. დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს სჯერათ, რომ ფახრიზადე ირანის ბირთვული პროგრამის უკან […]

admin28.11.2020

ჯო ბაიდენი: „ამერიკა დაბრუნდა და მზად არის გაუძღვეს მსოფლიოს“

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექვს მნიშვნელოვან თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინა და განაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა და მზად არის გაუძღვეს მსოფლიოს, ნაცვლად იმისა, რომ განზე გადგეს მისგან“. თუკი ბაიდენის წარდგენილ ავრილ ჰეინსს სენატი დაამტკიცებს, იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას უხელმძღვანელებს; ალეხანდრო მაიორკასი კი პირველი ლათინო, რომელიც ჰოუმლენდის უსაფრთხოებას ჩაუდგება სათავეში. დონალდ […]

admin25.11.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი: „ახლა ნამდვილი იმედი არსებობს იმისა, რომ ვაქცინები დაგვეხმარება დავასრულოთ „კოვიდ-19“-ის პანდემია“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი კორონავირუსის პანდემიის დასასრულის იმედს გამოთქვამს. „ვაქცინის გამოცდებთან დაკავშირებით უკანასკნელი დადებითი ცნობებიდან გამომდინარე, ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება. ახლა ნამდვილი იმედი არსებობს იმისა, რომ ვაქცინები – სხვა ნაცად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებთან ერთად – დაგვეხმარება დავასრულოთ „კოვიდ-19“-ის პანდემია“, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს […]

admin24.11.2020

ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლო მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთში ჩაფრინდა

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლო მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთში ჩაფრინდა, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება, იტყობინება BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით. ეს პირველი შეხვედრა იქნება ორ ისტორიულად მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის, რაც კი დღემდე არის ცნობილი. ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. ორივე ქვეყანა აშშ-ის სტრატეგიული […]

admin23.11.2020

ფილიპინებზე ციკლონმა სულ მცირე 67 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ფილიპინებზე საშინელმა ციკლონმა სულ მცირე 67 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 12 ჯერ კიდევ დაკარგულადაა გამოცხადებული, 21-ს კი დაზიანებები აქვს მიღებული, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ქვეყნის კატასტროფათა მართვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით. სტიქიისგან დაზარალებულ პროვინცია ტუგუეგარაოს ჩრდილოეთ ნაწილში ჩაფრენას გეგმავს პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე, რათა შეაფასოს მდგომარეობა ცაგაიან ვალის რეგიონში, რომელიც ტაიფუნ „ვამკოს“ შემდეგ ძლიერ დაიტბორა. ფართო მოხმარების […]

admin15.11.2020

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ვარაუდობენ ტრამპის ყოფილი თანაშემწეები

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში პირველადი შედეგების მიხედვით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ მოქმედი „რესპუბლიკელი“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას არ აღიარებს და არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. თუკი ტრამპმა სასამართლოს გზით ვერ მიაღწია თავის საწადელს, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. თუმცა, როგორც ამას ტრამპის ყოფილი თანაშემწეები ვარაუდობენ, ეს შესაძლოა სულაც არ იყოს მისი […]

admin11.11.2020

მაიკლ კოენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი შესაძლოა ქრისტეშობის პერიოდში დატოვოს და უკან არასდროს დაბრუნდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი შესაძლოა დეკემბერში შობის პერიოდში დატოვოს და უკან არასდროს დაბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ HuffPost-ი ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატზე და ერთ დროს მის განსაკუთრებით ნდობით აღჭურვილ პირზე, მაიკლ კოენზე დაყრდნობით წერს. მაგრამ, კოენის აზრით, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ტრამპი არ აპირებს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის აღიარებას. „მე არ გამიკვირდებოდა, […]

admin10.11.2020

ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტიდან მარკ ესპერი გაათავისუფლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტიდან მარკ ესპერი გაათავისუფლა და მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე ქრისტოფერ მილერი, ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დანიშნა. ტრამპს არ დრომდე არ უღიარებია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები და ჯო ბაიდენის გამარჯვება და 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს. 20 იანვრამდე, ვიდრე ბაიდენის ინაუგურაცია შედგება, ტრამპს, როგორც მოქმედ […]

admin10.11.2020

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმებას „წარმოუდგენლად მტკივნეული“ უწოდა, როგორც მისთვის, ისე სომეხი ხალხისთვის. შეთანხმებაზე ხელმოწერა აზერბაიჯანსა და ეთნიკურ სომხებს შორის 6-კვირიანი ბრძოლის თავზე მოხდა. მთიანი ყარაბაღის რეგიონი საერთაშორისო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანის ტერიტორიადაა მიჩნეული, მაგრამ 1994 წლიდან რეგიონს ეთნიკური სომხები მართავენ. სექტემბერში […]

admin10.11.2020

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენმა აღთქმა დადო, რომ „გააერთიანებს“ ქვეყანას

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით გამარჯვების შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აღთქმა დადო, რომ „გააერთიანებს“ ქვეყანას. ბაიდენმა პენსილვანიასა და ნევადაში გამარჯვების შემდეგ საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მიიღო, რამაც მისი პრეზიდენტად არჩევა უზრუნველყო, თუმცა მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათმობას არ აპირებს. მას ახალი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, […]

admin08.11.2020