Tuesday, 25 August 2026
$ 2.62
3.05
£ 3.57
0.03
0.05

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს ჯანმრთელობა უსურვა

(GUARDIAN.GE) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯო ბაიდენს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი მკვლელია, ჯანმრთელობა უსურვა. „ბავშვობაში, როდესაც ჩვენ ეზოში ერთმანეთთან ვკამათობდით, ვამბობდით: „ვინც რას იძახის, თავის თავზე იძახის. და ეს შემთხვევითი არ არის. ეს არ არის მხოლოდ ბავშვური ანდაზა და ხუმრობა. ამაში დიდი აზრია, ფსიქოლოგიური. ჩვენ სხვა ადამიანში ყოველთვის ვუყურებთ საკუთარ თავს და ვფიქრობთ, […]

admin18.03.2021

პუტინმა და ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკის მშენებლობა წამოიწყეს

 რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის, „აკკუიუს“ მესამე ენერგობლოკის ფუნდამენტის მშენებლობის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მშენებლობა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რუსული სახელმწიფო კორპორაცია, „როსატომის“ მიერ ხორციელდება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ეკონომიკას. „მინდა გამოვთქვა კმაყოფილება […]

admin11.03.2021

ევროკომისია კოვიდპასპორტის შექმნასთან დაკავშირებით წინადადებას მარტში წარადგენს

ევროკომისია „კოვიდ-19“ -ის ვაქცინაციის ციფრული პასპორტების შექმნასთან დაკავშირებით წინადადებას მარტში წარადგენს. კოვიდპასპორტები ევროპელებს ზაფხულის განმავლობაში უფრო თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „მწვანე პასპორეტები“ იმის მტკიცებულება იქნება, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამასთან, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებიათ, მოიცავს ინფორმაციას ტესტის პასუხისა […]

admin02.03.2021

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ „რესპუბლიკური პარტიიდან“ მონაწილეობის მინიშნება გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად „დემოკრატ“ ჯო ბაიდენის გახდომის შემდეგ საჯაროდ პირველად წარმოთქმულ სიტყვაში, ფლორიდაში, კონსერვატიულ კონფერენციაზე,  განაცხადა, რომ მას არ აქვს ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გეგმები, რაც „რესპუბლიკური პარტიის“ ხმების დაყოფას გამოიწვევდა, თუმცა მინიშნება გააკეთა, რომ შესაძლოა, 2024 წელს კვლავ იბრძოლოს თეთრი სახლის დასაკავებლად. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა თავისი შემცვლელი და თქვა, […]

admin01.03.2021

6 500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის სამუშაოებზე

6 500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა ყატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისას, იტყობინება ბრიტანული „The Guardian“-ი. მთავრობის მონაცემებით, დაღუპულთა შორის არიან ინდოეთის, პაკისტანის, ნეპალის, ბანგლადეშის და შრი ლანკას მოქალაქეები. 2010 წლიდან, როცა ყატარი „FIFA“-ს მიერ  2022 წლისთვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებით დაჯილდოვდა, სამშენებლო სამუშაოებზე, კვირაში საშუალოდ 12 მუშა იღუპებოდა. „Amnesty International“-ის ცნობით, […]

admin25.02.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია, სავარაუდოდ 2022 წელს დასრულდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა. „ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, რადგან ახლა უფრო მეტი ვიცით კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ის იწყებდა გავრცელებას“, – განაცხადა კლუგემ. მისივე თქმით, ვირუსი სრულად არ გაქრება და გააგრძელებს ცირკულაციას, მაგრამ შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. თუმცა, მისივე განცხადებით, ეს მოვლენების […]

admin24.02.2021

ბაიდენმა ტრამპის გამართლების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკაში „დემოკრატია მყიფეა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გამართლება ამბოხების წაქეზებაში იმის შემხსენებელია, რომ „დემოკრატია მყიფეა“. „ამ სამწუხარო თავმა ჩვენი ისტორიისა შეგვახსენა, რომ დემოკრატია მყიფეა. შეგვახსენა, რომ ის ყოველთვის უნდა იყოს დაცული; რომ ჩვენ მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ; რომ ძალადობისა და ექსტრემიზმის ადგილი ამერიკაში არ არის; და რომ თითოეულ ჩვენგანს, როგორც […]

admin15.02.2021

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ბრედ რაფენსპერგერს 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში მისი გამარჯვებისთვის საჭირო 11 780 ბიულეტენის მოძიება ან ხმების გადათვლა მოსთხოვა, გამოძიების მიზეზი გახდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება ჯორჯიის შტატის პროკურატურამ  აღნიშნული სატელეფონო საუბრის საფუძველზე დაიწყო.   ტრამპსა და ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი […]

admin11.02.2021

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციები გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ სამ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციებს აუქმებს. „მე არ ვქმნი ახალ კანონს. მე ვაუქმებ ცუდ პოლიტიკას“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ერთ-ერთი აღმასრულებელი განკარგულება განცალკევებული იმიგრანტი ოჯახების გაერთიანებას ეხება. დოკუმენტის თანახმად, ჩამოყალიბდება სპეციალური ერთეული, რომელიც იმუშავებს 2017-2018 წლებში განცალკევებული 600-ზე მეტი მიგრანტი ბავშვის მშობლებთან გაერთიანებაზე. […]

admin03.02.2021

ჩინეთმა გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი მცდელობები პეკინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, „ნიშნავს ომს“

ჩინეთმა მკაცრად გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი მცდელობები პეკინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, „ნიშნავს ომს“. როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ გამაფრთხილებელ განცხადებას წინ უძღოდა პეკინის სამხედრო აქტივობები და კუნძულის სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა. ამასთან, პეკინისთვის გამაღიზიანებელია ის  ფაქტი, რომ ტაივანი ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს. 28 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ […]

admin29.01.2021