მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალურ მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მომხდარი ძლიერი, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, დაახლოებით ამდენივე ადამიანია დაშავებული, რომელთაგან 1 400-ს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. განმეორებითი ბიძგების შიშის გამო, მიწისძვრიდან მეორე ღამეს მაროკოელთა დიდმა ნაწილმა ქუჩებში დარჩენა და იქ ძილი არჩია. დაღუპულთა უმეტესობა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე […]