Thursday, 25 June 2026
$ 2.65
3.00
£ 3.48
0.04
0.06

ჩინეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ გაგი პოსტზე 7 თვეზე ნაკლები პერიოდით მუშაობის შემდეგ, პრეზიდენტის ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიზეზი კი არ დასახელებულა. იგი ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინპინის ახლო მეგობარი იყო და საგარეო საქმეთა მინისტრად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. 57 წლის განი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში არაერთი ვარაუდის გავრცელებას შეუწყო ხელი. იგი ჩინეთის […]

admin25.07.2023

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ ამერიკულ კასეტურ ბომბებს იყენებს

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ ამერიკულ კასეტურ ბომბებს იყენებს. ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, პირველადი გამოხმაურება მიუთითებს, რომ ისინი „ეფექტურად“ გამოიყენებოდა რუსეთის თავდაცვით პოზიციებსა და ოპერაციებში. კასეტური ბომბები მრავალ ბომბს ფანტავს და აკრძალულია 100-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის გამო. შეერთებულმა შტატებმა თანხმობა განაცხადა, რომ მიაწოდებდა კასეტურ ბომბებს უკრაინას, რითაც […]

admin21.07.2023

ნატომ უარი უთხრა უკრაინას ალიანსში გაწევრიანების ვადის მიცემაზე

ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება, განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილებული იქნება“. კომუნიკეში ნატომ თქვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად მოქმედების აუცილებლობას, მაგრამ ვადების დაკონკრეტებაზე არ იქნება ორიენტირებული. მანამდე, ვილნიუსში ნატოს სამიტზე მყოფმა ზელენსკიმ თქვა, რომ როგორც ჩანს, „არავითარი მზადყოფნა“ არ […]

admin12.07.2023

იენს სტოლტენბერგი: ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. სტოლტენბერგმა შეთანხმების მიღწევის შესახებ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში თურქეთისა და შვედეთის ლიდერების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორშაბათს, გვიან გამოაცხადა. ნატოს მეთაურმა აღნიშნულს „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მკაფიო თარიღი“ არ შეიძლება დასახელდეს როდის შეუერთდება შვედეთი სამხედრო ალიანსს […]

admin11.07.2023

ვლადიმერ პუტინი კრემლში „ვაგნერის“ მეთაურს, ევგენი პრიგოჟინს შეხვდა

კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აჯანყების მცდელობიდან ხუთ დღეში კრემლში „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. „ნამდვილად, პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი შეხვედრა. მან 35 ადამიანი მიიწვია. ყველანი მეთაურები და კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ, მათ შორის პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს შედგა, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა“, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, პუტინმა შეხვედრაზე კომპანიის […]

admin10.07.2023

ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჯენინის ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯენინის ბანაკზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. BBC -ის ცნობით, ბანაკზე მრავალი საჰაერო დარტყმა განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი ამოდის. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე სამი პალესტინელი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ჯენინის რაიონში“. […]

admin03.07.2023

პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის ქუჩებში უფრო მეტი პოლიცია განლაგდება

საფრანგეთში სამდღიანი არეულობების შემდეგ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნის ქუჩებში უფრო მეტი მეტი პოლიცია იქნება განალგებული. მან დაჟნებით მოუწოდა მშობლებს მოარიდონ თავიანთი შვილები საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებს, სადაც არეულობა სუფევს. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა განაცხადა, რომ პოლიცია გამოიყენებს ჯავშანტექნიკას, რათა არეულობის გავრცელება არ მოხდეს ქვეყნის მასშტაბით. საფრანგეთში პროტესტანტებსა და პოლიციას […]

admin01.07.2023

საფრანგეთში 667 ადამიანია დაკავებული – პრეზიდენტი მაკრონი მძიმე კრიზისის დასაძლევად მთავრობის საგანგებო სხდომას მეორედ გამართავს

მესამე ღამეა, რაც საფრანგეთში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. პარიზში პოლიციის დიდი რაოდენობით განლაგების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაღაზიები დაარბიეს, ავტომანქანები კი ცეცხლის ალში გახვიეს. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. საფრანგეთში არეულობების ჩასაცხრობად 40 000 პოლიციელია ქუჩებში განლაგებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, 667 ადამიანია დაკავებული. საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები […]

admin30.06.2023

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მოკვლის გამო მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე სულ მცირე 77 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მოკვლას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობები მოჰყვა. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლილეში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 77 ადამიანი. მოზარდს, სახელად ნაჰელ მ-ს, პოლიციელმა ახლო მანძილიდან ესროლა მას შემდეგ, რაც ავტომანქანით გადაადგილებისას გააჩერეს, პოლიციასა […]

admin29.06.2023

ვლადიმერ პუტინმა კრემლის მოედანზე შეკრებილ რუსეთის არმიას და პოლიციას მიმართა: თქვენ გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო და ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის კათედრალურ მოედანზე თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების, გვარდიის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს მიმართა, რომლებმაც, მისი თქმით, „სამოქალაქო ომი შეაჩერეს“. მიმართვისას მან მოუწოდა შეკრებილებს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ „ვაგნერის“ ამბოხების დროს შეტაკებისას დაღუპული მფრინავების ხსოვნისათვის. „თქვენ დაიცავით კონსტიტუციური წესრიგი, სიცოცხლე, უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება. გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო შოკისგან, ფაქტობრივად, შეაჩერეთ […]

admin27.06.2023