Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ მასშტაბური ომის განზრახვის შესახებ განაცხადა

ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის ქმედებებისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მიზეზი და ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, საზღვრის რომელიმე მონაკვეთზე სამხედრო ესკალაციის დასაწყისი, სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბურ ომში გადაზრდის პერსპექტივით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ეს განზრახვა გამომდინარეობს ოფიციალური ბაქოს ოფიციალური განცხადებებიდან და ქმედებებიდან. სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკა – მოვლენების ასეთი განვითარების […]

admin15.02.2024

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს

პენტაგონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს და ისევ შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას. 70 წლის ოსტინი კვირას გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში „შარდის ბუშტის გადაუდებელი პრობლემის“ სიმპტომების გამო მოათავსეს. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მან უფლებამოსილება მოკლე დროით  თავის მოადგილეს გადააბარა. პენტაგონის ხელმძღვანელი პროსტატის კიბოს დიაგნოზის გაუმჟღავნებლობისა და დეკემბერსა და იანვარში საავადმყოფოში ორჯერ მოხვედრის გამო, […]

admin14.02.2024

ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დრის ვან აგტმა და თავისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით, „ხელიხელ ჩაკიდებულებმა“ დაასრულეს

ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დრის ვან აგტმა და თავისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით, „ხელიხელ ჩაკიდებულებმა“ დაასრულეს, იტყობინება აგტის მიერ ადამიანის უფლებების დასაცავად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ორივე მათგანი 93 წლის იყო. წყვილმა სიცოცხლე 5 თებერვალს დაასრულა, მაგრამ ინფორმაცია საჯარო 9 თებერვალს გახდა. ცოლ-ქმარს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ნეიმეგენში კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ქრისტიან-დემოკრატი ვან აგტი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი 1977 წლიდან […]

admin12.02.2024

მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს

მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც BBC იუწყება, სიმსივნის ტიპი არ არის ცნობილი – ეს არ არის პროსტატის სიმსივნე, მაგრამ დაავადება გაფართოებული პროსტატის გამო ბოლოდროინდელი მკურნალობის დროს აღმოაჩინეს. მეფემ ორშაბათს დაიწყო „რეგულარული მკურნალობა“ და ამ პერიოდში საჯარო მოვალეობების შესრულებას გადადებს. 75 წლის მონარქი „სრულიად პოზიტიური რჩება მისი მკურნალობისადმი […]

admin06.02.2024

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა მასობრივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ყუდსის ძალების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის (IRGC) ყუდსის ძალებისა და მასთან დაკავშირებული მილიციური ჯგუფების წინააღმდეგ.  ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იტყობინება. აშშ-ის დარტყმები საპასუხო ნაბიჯი იყო 28 იანვარს ჩრდილო-დასავლეთ იორდანიაში მდებარე აშშ-ის ბაზაზე უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმისა, რომელმაც სამი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდასხმიდან მალევე, […]

admin03.02.2024

სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა იორდანიაში, აშშ-ის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად

სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა იორდანიის სირიასთან საზღვრის მახლობლად, აშშ-ის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე 34 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა შეფასდა, როგორც ტვინის შესაძლო ტრავმული დაზიანება და რომ ზოგიერთი დაშავებული ჯარისკაცი ბაზიდან ევაკუირებული იქნა შემდგომი მკურნალობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა „ირანის მიერ მხარდაჭერილი […]

admin29.01.2024

დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის „რესპუბლიკურ“ საპრეზიდენტო პრაიმერში იმარჯვებს

დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერში იმარჯვებს. ხმების 52%-ის დათვლის შემდეგ მას 54% აქვს მიღებული, ნიკი ჰეილის კი 44%. ტრამპი სავარაუდოდ, 12 დელეგატს მოიპოვებს, ჰეილი კი 9-ს. გასულ კვირას, ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, მისი ბოლო მეტოქე აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი პირობას დებს, რომ […]

admin24.01.2024

აშშ-ში ქარიშხლისა და ქარბუქის შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა

92 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში მას შემდეგ, რაც ქვეყანას გასულ კვირას ზამთრის საშინელი ქარიშხლები დაატყდა თავს. სულ მცირე 25 ადამიანია გარდაცვლილი ტენესის შტატში და 16 ორეგონში, სადაც საგანგებო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ტენესისა და ორეგონშია, სტიქიას ასევე ემსხვერპლნენ მისისიპში, ილინოისში, პენსილვანიაში, ვაშინგტონში, კენტუკში, ვისკონსინში, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში და სხვაგან. […]

admin22.01.2024

პაკისტანმა ირანზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, არიან დაღუპულები

პაკისტანი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმები განახორციელა მეზობელ ირანზე, ირანის თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, რამაც ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უფრო გაამწვავა. პაკისტანის ცნობით, თავდასხმები სისტან-ო-ბალოჩისტანის საზღვრისპირა პროვინციაში „ტერორისტულ სამალავებზე“ განხორციელდა. ირანული მედიის ცნობით, დაიღუპა სამი ქალი და ოთხი ბავშვი. ორი ქვეყანა დიდი ხანია ერთმანეთს ადანაშაულებს მებრძოლი დაჯგუფებებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომლებიც მათ სასაზღვრო რეგიონებში თავდასხმებს ახორციელებენ. პაკისტანის […]

admin18.01.2024

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეასთან გაერთიანება გამორიცხა და ის „მთავარ მტრად“ დაასახელა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან გაერთიანება უკვე შეუძლებელია და უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა ის „მთავარ მტრად“ დასახელდეს. კიმმა ასევე თქვა, რომ სამი ორგანიზაცია, რომლებიც გაერთიანებასთან დაკავშირებით მუშაობდნენ, დაიხურება. ამის შესახებ სახელმწიფო მედია KCNA იტყობინება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „მრავალჯერ უფრო მკაცრად“ უპასუხებს ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ პროვოკაციას. ორი კორეა […]

admin16.01.2024