Monday, 05 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

საფრანგეთსა და აშშ-ს შორის დიდი განხეთქილებაა – პარიზმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნას მხარი დაუჭირა, ბაიდენმა კი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა

GUARDIANGE – საფრანგეთმა თავისი დასავლელი მოკავშირეებისაგან განზე დადგომა გადაწყვიტა და მხარდაჭერა გამოუცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ. „რაც შეეხება ისრაელს, სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატა გადაწყვეტს, გასცეს თუ არა ეს ორდერები, მას შემდეგ, რაც შეისწავლის მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურორმა […]

admin21.05.2024

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ

GUARDIANGE – პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კვირას ჩრდილო-დასავლეთ ირანში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, – იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელევიზია. ცოტა უფრო ადრე, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენიდან სიცოცხლის „არანაირი ნიშანწყალი“ არ ჩანდა. Reuters-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი „სრულიად დაიწვა“ კატასტროფის დროს. უფრო ადრინდელი […]

admin20.05.2024

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენიდან სიცოცხლის „არანაირი ნიშანწყალი“ არ ჩანს

GUARDIANGE – ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენიდან სიცოცხლის „არანაირი ნიშანწყალი“ არ ჩანს. Reuters-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი „სრულიად დაიწვა“ კატასტროფის დროს. უფრო ადრინდელი ცნობით, სამძებრო ჯგუფებმა იპოვეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი, რომელშიც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა. როგორც ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, მდგომარეობა არ არის „კარგი“. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]

admin20.05.2024

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“

GUARDIANGE – 18:52 საათზე განახლებული სტატია – ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში „მძიმედ დაეშვა“, – განაცხადა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა. თავდაპირველი ვერსიით კი, როგორც ამას სახელმწიფო ტელეარხი Press TV იტყობინებოდა, ვერტმფრენი, რომელსაც პრეზიდენტი რაისი გადაჰყავდა – ჩამოვარდა. სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ცდილობენ იმ ადგილზე მისვლას, სადაც ინციდენტი მოხდა. მდგომარეობას […]

admin19.05.2024

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება – ვიცე-პრემიერი

GUARDIANGE – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა. როგორც ტომას ტარაბამ BBC-ის განუცხადა, ფიცოს ოპერაციამ „კარგად“ ჩაიარა – „ვვარაუდობ, რომ ის გადარჩება“. ტარაბამ დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრს „ძალიან ახლოდან“ ესროლეს და „ერთმა ტყვიამ მუცელში გაიარა, მეორე ტყვია კი სახსარში მოხვდა“. მანამდე თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ფიცო „სიცოცხლისთვის იბრძოდა“ მას შემდეგ, რაც მძიმედ დაიჭრა დედაქალაქ ბრატისლავადან […]

admin16.05.2024

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნი თანამდებობას ტოვებს

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნი თანამდებობიდან მიდის, რითაც კუნძულის ერისთვის პოლიტიკური ეპოქის დასასრული აღინიშნება. ხელისუფლების სათავეში 20 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, ლი ოფიციალურად გადასცემს მართვის სადავეებს ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს, ლოურენს ვონგს, თუმცა 72 წლის ლი მთავრობაში დარჩება და საკვანძო მინისტრის პოსტზე განაგრძობს საქმიანობას. მას შემდეგ, რაც 1965 წელს დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, სინგაპურს მხოლოდ სამი […]

admin15.05.2024

პუტინმა შოიგუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა და უშიშროების საბჭოს მდივნად წარადგინა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გადაინაცვლებს. „პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირი უნდა ხელმძღვანელობდეს, უწყება ღია უნდა იყოს სიახლეებისა და მოწინავე იდეებისადმი“, – განაცხადა პესკოვმა. შოიგუ თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. აპრილში მისი მოადგილე კორუფციის ბრალდებით […]

admin13.05.2024

BBC – ამერიკამ საიდუმლოდ მიაწოდა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები

უკრაინამ დაიწყო შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, რომელიც მას შეერთებულმა შტატებმა საიდუმლოდ მიაწოდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, იტყობინება BBC  ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. იარაღი იმ 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილს შეადგენს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა და კიევში აპრილში ჩავიდა. ისინი უკვე სულ მცირე ერთხელ მაინც გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დასარტყმელად, იუწყება ამერიკული […]

admin25.04.2024

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის.  იგი ორპარტიული მხრადაჭერით – 79-18-ის წინააღმდეგ მიიღეს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კანონს ხელს ოთხშაბათს მოაწერს. მასში შედის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომლის მიწოდებაც პენტაგონის თქმით, ომით განადგურებული ქვეყნისთვის შეიძლება „რამდენიმე დღეში“ დაიწყოს.

admin24.04.2024

ილჰამ ალიევი: რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვდრა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან კრემლში გამართული შევხედრის შემდეგ განაცხადა. ინფორამციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „თანამედროვე რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დაფუძნებულია მეგობრობაზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთმხარდაჭერაზე და გამიზნულია შედეგზე. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ვახდენთ მსხვილი სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციას […]

admin23.04.2024