შარლ მიშელი: ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ განვითარებადი ქვეყნებისთვის
ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Financial Times-ს განუცხადა, ევროკავშირმა უნდა გამოავლინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციამ ხელი მოაწერა სტრატეგიულ, სავაჭრო ან პოლიტიკურ თანამშრომლობის შეთანხმებებს, თუკი მას სურს […]