Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

ილჰამ ალიევი: რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვდრა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან კრემლში გამართული შევხედრის შემდეგ განაცხადა. ინფორამციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „თანამედროვე რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დაფუძნებულია მეგობრობაზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთმხარდაჭერაზე და გამიზნულია შედეგზე. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ვახდენთ მსხვილი სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციას […]

admin23.04.2024

BBC – რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა, 27 300-ზე მეტი ჯარისკაცი  კი, ბრძოლების დაწყებიდან მეორე წელს დაიღუპა, – იტყობინება BBC დამოუკიდებელ მედია ჯგუფ „მედიაზონასა“ და BBC-ის რუსულ რედაქციაზე დაყრდნობით. როგორც BBC წერს – 50 000 – რუსეთის ოფიციოზის მიერ დადასტურებულ დაღუპულთა რაოდენობაზე 8-ჯერ უფრო მაღალი მონაცემებია, თუმცა რეალურად დაღუპული რუსების რიცხვი გაცილებით […]

admin17.04.2024

მოსკოვში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა, უშუალოდ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 4 პირი დაკავებულია

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 115-ს გადააჭარბა. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დაჭრილების რაოდენობა 120-ს შეადგენს, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილ 11 დაკავებულთა შორის, უშუალოდ მონაწილე ოთხი პირია, – განუცხადა რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა პრეზიდენტ პუტინს. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა […]

admin23.03.2024

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ხელისუფლების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა მარტში გააფრთხილა მოსკოვი მასობრივი თავშეყრის ადგილას მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ. მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული […]

admin23.03.2024

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა 87.28 პროცენტით გაიმარჯვა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 100 პროცენტი უკვე დათვლილია. რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.28 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) 4.31 პროცენტით, მესამე ადგილზეა ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი) 3.85 პროცენტით, მეოთხეზე კი – ლეონიდ სლუცკი (რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) 3.20 პროცენტით. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია […]

admin18.03.2024

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა

პატრიარქი ნეოფიტე, რბილად მოსაუბრე თეოლოგი, რომელიც ცდილობდა აღედგინა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაცია, რომელიც დაზიანებული იყო ბიზნესმენებთან და კომუნისტურ საიდუმლო პოლიციასთან კავშირებით, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, – განაცხადა ბულგარეთის საპატრიარქომ ოთხშაბათს გვიან ღამით. „ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მისი უწმინდესობა ბულგარეთის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე, ჩვენი მშობლიური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი სამხედრო სამედიცინო აკადემიაში (VMA-Sofia) 22:22 საათზე […]

admin14.03.2024

სულ მცირე 60 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში საჰაერო თავდასხმის შედეგად

სულ მცირე 60 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში სარაკეტო დარტყმების შედეგად. BBC-ის ცნობით, საჯარისო ნაწილი დონეცკის რეგიონში საწვრთნელ ბაზაზე იყო შეკრებილი და მეთაურს ელოდებოდა, როდესაც ტერიტორიაზე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. გავრცელებულ ვიდეოში გარდაცვლილების დიდი რაოდენობა ჩანს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს თავდასხმის ფაქტი, მაგრამ აღნიშნეს, რომ გავრცელებული ცნობები „არაზუსტი და დიდად გაზვიადებულია“. თავად უკრაინის ხელისუფლებას […]

admin22.02.2024

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი, 47 წლის ალექსეი ნავალნი ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, უსაფრთხოების მხრივ მაქსიმალურად დაცულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა, რაც სავარაუდოდ განიხილება, როგორც პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც პუტინს მიეწერება. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს, ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა. 47 წლის […]

admin16.02.2024

ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დრის ვან აგტმა და თავისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით, „ხელიხელ ჩაკიდებულებმა“ დაასრულეს

ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დრის ვან აგტმა და თავისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით, „ხელიხელ ჩაკიდებულებმა“ დაასრულეს, იტყობინება აგტის მიერ ადამიანის უფლებების დასაცავად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ორივე მათგანი 93 წლის იყო. წყვილმა სიცოცხლე 5 თებერვალს დაასრულა, მაგრამ ინფორმაცია საჯარო 9 თებერვალს გახდა. ცოლ-ქმარს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ნეიმეგენში კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ქრისტიან-დემოკრატი ვან აგტი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი 1977 წლიდან […]

admin12.02.2024

მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს

მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც BBC იუწყება, სიმსივნის ტიპი არ არის ცნობილი – ეს არ არის პროსტატის სიმსივნე, მაგრამ დაავადება გაფართოებული პროსტატის გამო ბოლოდროინდელი მკურნალობის დროს აღმოაჩინეს. მეფემ ორშაბათს დაიწყო „რეგულარული მკურნალობა“ და ამ პერიოდში საჯარო მოვალეობების შესრულებას გადადებს. 75 წლის მონარქი „სრულიად პოზიტიური რჩება მისი მკურნალობისადმი […]

admin06.02.2024