Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ ზელენსკის პრეტენზიებით, რომ მოლაპარაკებებში კიევი არ არის ჩართული და აღნიშნა, რომ უკრაინას ამ სამი წლის განმავლობაში და მანამდეც „შეეძლო შეთანხმების დადება“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ მისთვის „სიურპრიზი“ იყო თავისი ქვეყნის არმიწვევა საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის ომის დასასრულებლად, დიდი „იმედგაცრუება“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინას ამ სამი წლის განმავლობაში და მანამდეც „შეეძლო შეთანხმების დადება“. ჟურნალისტებთან საუბრისას მარ-ა-ლაგოში, ტრამპს BBC-მ ჰკითხა, რა იყო მისი გზავნილი უკრაინელებისთვის, რომლებიც თავს გაყიდულად გრძნობენ. „მესმის, […]

admin19.02.2025

მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის ომის დასასრულებლად „გრძელი და რთული მოგზაურობის პირველი ნაბიჯია“

აშშ და რუსეთი დანიშნავენ გუნდებს, რომლებიც მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის ომის დასრულებაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთში მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მიღწეულია სამი ძირითადი შეთანხმება, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დაბრუნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ მოლაპარაკებები „გრძელი და რთული მოგზაურობის პირველი ნაბიჯია“. […]

admin18.02.2025

კრემლი: პუტინი მზად არის ზელენსკისთან სასაუბროდ, „თუკი ეს საჭირო იქნება“

კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ, „თუკი ეს საჭირო იქნება“. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა: „თავად პუტინმა თქვა, რომ იგი მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის, თუკი ეს საჭირო იქნება. მაგრამ შეთანხმებების სამართლებრივი საფუძველი საჭიროებს დისკუსიას იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ზელენსკის ლეგიტიმურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“. პესკოვის თქმით, რუსეთი […]

admin18.02.2025

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინაში ჯარები განალაგოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ჯარები განალაგოს და ამით ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიას. ამის შესახებ იგი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს. „მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ჯარები განვალაგოთ ადგილზე. ნებისმიერი როლი უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებაში არის ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირებაში დახმარება“, – […]

admin17.02.2025

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, მან ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა 2,02% მიიღო, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ – 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა. ბელარუსში 26 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 […]

admin27.01.2025

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე, პრორუსი კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მონაცემებით, დათვლილი ხმების 100%-ის მიხედვით, ულტრანაციონალისტ კალინ ჯორჯესკუს 22.94% აქვს მიღებული, მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19.18 პროცენტი მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი ხმების 19.15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა. ასეთი შედეგის გამო, ჩიოლაკუმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. […]

admin25.11.2024

გერმანიის კოალიციური მთავრობა დაშლის პირასაა მას შემდეგ, რაც კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება. შოლცმა თქვა, რომ არ ენდობა ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს, კონკურენტი პარტიის ხელმძღვანელს, რომელიც შოლცის სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეებთან ერთად კოალიციის ნაწილია. კანცლერის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ შოლცის მთავრობას აღარ აქვს უმრავლესობა […]

admin07.11.2024

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი და ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ იმარჯვებს – ხმათა 54.47 პროცენტით, მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს კი, ხმათა 45.53 პროცენტი აქვს მიღებული. ბიულეტენები სრულადაა დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი ალექსანდრე სტოიანოგლოს დაუჭირა. მან ხმების 51,19 პროცენტი მიიღო, […]

admin04.11.2024

შარლ მიშელი: ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ განვითარებადი ქვეყნებისთვის

ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Financial Times-ს განუცხადა, ევროკავშირმა უნდა გამოავლინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციამ ხელი მოაწერა სტრატეგიულ, სავაჭრო ან პოლიტიკურ თანამშრომლობის შეთანხმებებს, თუკი მას სურს […]

admin25.10.2024

გაერო: რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა

GUARDIANGE – უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა, ანუ დაახლოებით მეოთხედით, მას შემდეგ, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რაც განაპირობა ლტოლვილების ქვეყნიდან წასვლამ, შობადობის შემცირებამ და ომის შედეგად მოქალაქეთა დაღუპვამ, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა ფლორენს ბაუერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელმა ფლორენს ბაუერმა თქვა, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ისედაც […]

admin23.10.2024