Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბიულეტინების 100 %-ის დათვლის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია – ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი – 10 606 628 ხმა – მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ […]

admin02.06.2025

რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტი, რომელიც ცნობილი იქნება როგორც პაპი ლეო XIV, ვატიკანის აივანზე გამოჩნდა

კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. რომის ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში დაბადებული, 69 წლის რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტი, რომელიც ცნობილი იქნება როგორც პაპი ლეო XIV, ვატიკანის აივანზე უკვე გამოჩნდა. მანამდე, სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ […]

admin08.05.2025

ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერად მეორე კენჭისყრის შედეგად აირჩიეს

გერმანიის ბუნდესტაგმა მეორედ გამართული კენჭისყრისას, კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას მხარი დაუჭირა – 325 ხმით, 289-ის წინააღმდეგ. კენჭისყრაზე ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა, სამი ხმა კი, ბათილად ცნეს. ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო 316 ხმის მიღება ვერ შეძლო. მას ექვსი დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდა. თებერვალში გამრთულ გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ […]

admin06.05.2025

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი დამაჯერებლად ლიდერობს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით. რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან. „ეს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, რუმინული ღირსების გამარჯვებაა. ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვისაც არ დაუკარგავს იმედი და […]

admin05.05.2025

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, 21 აპრილს, დილას გარდაიცვალა. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. მისი გარდაცვალების შესახებ კარდინალმა კევინ ფარელმა გამოაცხადა ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „უძვირფასესო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ჩვენი წმინდა მამა ფრანცისკე გარდაიცვალა. „ამ დილას, 7.35 საათზე, რომის ეპისკოპოსი, ფრანცისკე, მამის სახლში დაბრუნდა. მთელი მისი ცხოვრება ეძღვნებოდა უფალს და მის […]

admin21.04.2025

ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ, ჩინეთმა პირობა დადო, რომ არასოდეს მიიღებს აშშ-ის შანტაჟს და „ბოლომდე იბრძოლებს“

ჩინეთმა მკაცრად უპასუხა ამერიკის შეერთებულ შტატებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაემუქრა პეკინს დამატებით 50%-ის ტარიფის დაწესებით, თუკი ის არ მოუხსნის აშშ-ს საპასუხო მოსაკრებელს. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ  ის არასოდეს მიიღებს  „აშშ-ის შანტაჟის ბუნებას“ და პირობა დადო, რომ „ბოლომდე იბრძოლებს“. ჩინეთის რამდენიმე სახელმწიფო კომპანიამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ფინანსურ ბაზრებს აშშ-სთან სავაჭრო […]

admin08.04.2025

კირ სტარმერი: „მსოფლიო, ისეთი როგორიც ჩვენ ვიცოდით, წარსულს ჩაბარდა“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსოფლიო, როგორიც ჩვენ ვიცოდით, წარსულს ჩაბარდა“. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა მზად არის, დაიცვას ქვეყნის ეკონომიკა აშშ-ის ტარიფების გავლენისგან. 10%-იანი „საწყისი“ ტარიფი აშშ-ში იმპორტის უმეტეს ნაწილზე 5 აპრილს ამოქმედდა – რამდენიმე ქვეყანა 9 აპრილიდან აშშ-ში შეტანილ საქონელზე უფრო მაღალ გადასახადებს გადაიხდის. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შეეცდება გააძლიეროს […]

admin06.04.2025

ჩინეთი აშშ-ს პასუხობს და დამატებით 34%-იან გადასახადს უწესებს, ტრამპი კი აცხადებს, რომ „ჩინეთმა არასწორად ითამაშა, პანიკაში ჩავარდა“ და მისი პოლიტიკა ტარიფებთან დაკავშირებით „არასოდეს შეიცვლება“

აშშ-ის საფონდო ბირჟები მკვეთრად დაბალი მაჩვენებლით გაიხსნა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ შეერთებულ შტატებს საპასუხო დარტმა მიაყენა. ჩინეთმა, რომელსაც აშშ-ში შეტანილ საქონელზე საერთო ჯამში 54%-იანი იმპორტის გადასახადის გადახდა მოუწევს, განაცხადა, რომ საპასუხოდ მომავალი კვირიდან აშშ-ის საქონელზე დამატებით 34%-იან გადასახადს დააწესებს, რაც ევროპულ საფონდო ბირჟებზე აქციების კიდევ უფრო დიდ ვარდნას გამოიწვევს. აშშ-ის […]

admin04.04.2025

მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ხუთი წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება

საფრანგეთის “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენს ხუთი წლის ვადით აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეეძლება 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვის გარდა, მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა, აქედან ორი წელი პირობითი. მაგრამ უცნობია, გაუშვებენ თუ არა მას ციხეში ან ექნება თუ არა […]

admin31.03.2025

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფრენეციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“. ამავე დროს, პუტინი შეკითხვას სვამს: „ვინ გასცემს ბრძანებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და რა ფასი ექნება ამ ბრძანებებს?“ რუსეთის პრეზიდენტი დასძენს, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას […]

admin13.03.2025