Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

ფრიდრიხ მერცი: გერმანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან, მის უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან, ინტენსიური ეკონომიკური ვაჭრობის შენარჩუნებასა და გაღრმავებას

ჩინეთსა და გერმანიას თანამშრომლობის გაღრმავება სურთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა პეკინში გამართული ოფიციალური შეხვედრის დროს განაცხადეს. „როიტერსის“ინფორმაციით, ჩინეთში მერცის ვიზიტის მთავარი მიზანი პეკინთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და სავაჭრო დისბალანსის შემცირებაა. მედიის ცნობით, შეხვედრის დროს ფრიდრიხ მერცმა ლი ციანს უთხრა, რომ გერმანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან, მის უდიდეს სავაჭრო […]

admin25.02.2026

საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავების შემდეგ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი გაათავისუფლეს

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეჭვმიტანილად დაკავების შემდეგ, გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს. ხუთშაბათ დილით, ტემზის ველის პოლიციამ განაცხადა, რომ ნორფოლკში 60-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა და ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე ჩხრეკას ატარებდა. მეფე ჩარლზ III-მ ენდრიუს დაპატიმრების საპასუხოდ განაცხადა, რომ „კანონმა თავისი გზა უნდა გაიაროს“ და რომ პოლიციას მისი „სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და […]

admin20.02.2026

გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს

გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ მამაკაცი ნორფოლკიდან, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამო. ჩხრეკა მიმდინარეობს ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. მამაკაცი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. ეროვნული რეკომენდაციების თანახმად, დაკავებული მამაკაცის ვინაობას არ დავასახელებთ. გთხოვთ, ასევე გახსოვდეთ, რომ ეს საქმე ამჟამად აქტიურია, ამიტომ სიფრთხილე […]

admin19.02.2026

ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა

თეირანის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის საპასუხოდ, ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „რეპრესიები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა ბლოკის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი ირანის მთავარ სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“, ისეთი ჯიჰადისტების […]

admin30.01.2026

გერმანიის კანცლერი: ძველი წესრიგი ძალიან სწრაფად იშლება

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მსოფლიო დიდი ძალების აღზევების პერიოდში შედის. როგორც მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, პირველ რიგში, პატარა სახელმწიფოებისთვის. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ სიმშვიდე და მშვიდობა, რომელიც დავოსშია, მკვეთრ კონტრასტშია იმ სამყაროსთან, რომლის ძველი წესრიგი ძალიან სწრაფად იშლება. მერცის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ყველაზე რადიკალური მაგალითი იყო, […]

admin23.01.2026

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ნილსენი: შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართალს

სუვერენიტეტი ჩვენი წითელი ხაზია. არ შეგვიძლია წითელი ხაზების გადაკვეთა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართალს, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან დიალოგზე, თანამშრომლობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარებას იმედოვნებს. იენს-ფრედერიკ ნილსენის თქმით, ჯერ კიდევ არ არის ინფორმირებული დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმების […]

admin23.01.2026

ფრიდრიხ მერცი: ჩვენ ნამდვილად ჩავაბარეთ გამოცდა, უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მოიცავს 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხს, რომლის დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთისგან კომპენსაციას მიიღებს

ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხი გამოუყონ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მერცის თქმით, უკრაინას ამ სესხის დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთისგან კომპენსაციას მიიღებს. „დღეს ჩვენ ნამდვილად ჩავაბარეთ გამოცდა. ჩვენ წინაშე დადგა კითხვა, ნამდვილად გვესმოდა თუ არა გეოპოლიტიკის გამოწვევები, ნამდვილად ვხედავდით თუ არა […]

admin19.12.2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, არჩევნების შემდეგ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს. „არჩევნების დროს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და ეს უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყოველთვის ჰქონდა „ძალიან კარგი […]

admin12.12.2025

სი ძინპინი და ემანუელ მაკრონი ჩინეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობასა და შენარჩუნებაზე იმუშავებენ

ჩინეთმა და საფრანგეთმა უნდა იმუშაონ ჩინეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობასა და შენარჩუნებაზე, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთმა და საფრანგეთმა ერთად უნდა შექმნან უფრო ნათელი მომავალი ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მომდევნო 50 წლის განმავლობაში. „წელს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50 წლის იუბილე აღინიშნება. […]

admin05.12.2025

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა ჯარებს დონბასიდან ან თავად გაიყვანს, ან მას რუსეთი ძალით დაიკავებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კიევმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონიდან, სხვა შემთხვევაში რუსეთი დაიპყრობს მას. ამ განცხადებით მან გამორიცხა რაიმე კომპრომისი ტერიტორიული დათმობის შესახებ. „ან ჩვენ ძალის გამოყენებით გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს, ან უკრაინული ჯარები დატოვებენ ამ ტერიტორიებს“, – უთხრა მან India Today-ს. ამჟამად, მოსკოვი დონბასის 85%-ს აკონტროლებს. […]

admin05.12.2025