Monday, 03 August 2026
$ 2.63
3.02
£ 3.53
0.03
0.06

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ ვიცე-პრეზიდენტი მნანგაგვა, რომელიც მის შემცვლელად მოიაზრებოდა, თანამდებობიდან დაითხოვა

ზიმბაბვეს ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ BBC ქვეყნის ინფორმაციის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება. ინფორმაციის მინისტრმა, საიმონ კაია მოიომ განაცხადა, რომ მნანგაგვამ „ღალატის ნიშნები“ აჩვენა. როგორც BBC იუწყება, მისი თანამდებობიდან გადაყენება უფრო მოსალოდნელს ხდის, რომ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ცოლი გრეის მუგაბე მისი მეუღლის კვალს გაჰყვეს და ზიმბაბვეს ლიდერი გახდეს. უფრო ადრე, გრეის მუგაბემ მოუწოდა მის […]

admin06.11.2017

სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული ტერაქტის შედეგად სომალის დედაქალაქში და შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება

სომალის დედაქალაქის სამართალდამცველებმა სასტუმროში მომხდარი 15-საათიანი თავდასხმის შეჩერება მოახერხეს. მოგადიშუში მდებარე სასტუმროს თავს შეიარაღებული მებრძოლები დაესხნენ. BBC-ის ცნობით, შეიარაღებული პირები სასტუმროში ორი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შემდეგ შევიდნენ. დაღუპულთა რიცხვი 20-ს შეადგენს და შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა ჯგუფმა „ალ-შაბაბმა“ აიღო. ორი კვირის წინ სომალიში განხორციელებულ თავდასხმას 358 ადამიანი ემსხვერპლა. ეს თავდასხმა ყველაზე […]

admin30.10.2017

სულ მცირე 230 ადამიანია მოკლული და ასეულობით დაჭრილი სომალის დედაქალაქში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, ხალხმრავალ ადგილას, შაბათს მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სულ მცირე 230 შეადგინა, დაჭრილია ასეულობით ადამიანი, განაცხადა პოლიციამ.   როგორც BBC იუწყება, სასტუმროს შესასვლელის სიახლოვეს სატვირთო ავტომანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება ამოქმედდა და მიმდებარე ადგილები მიწასთან გაასწორა. ეს არის ყველაზე საშინელი თავდასხმა სომალიში მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა ალ-შაბაბის დაჯგუფებამ 2007 წელს ამბოხება წამოიწყო. […]

admin15.10.2017

სულ მცირე 20 ადამიანია მოკლული, სომალის დედაქალაქში ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანია მოკლული, დაზიანებები აქვს მიღებული ათეულობით მოქალაქეს, განაცხადა პოლიციამ. თვითმხილველები დარწმუნებული არიან, რომ ათეულობით ადამიანია დაღუპული. როგორც BBC იუწყება, სასტუმროს შესასვლელის სიახლოვეს სატვირთო ავტომანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება ამოქმედდა და მიმდებარე ადგილები მიწასთან გაასწორა. პოლიციამ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ განახორციელა […]

admin15.10.2017

კოტ-დ’ივუარის სანაპიროსთან, თვითმფრინავის ზღვაში ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

კოტ-დ’ივუარის სანაპიროსთან, აბიჯანის აეროპორტის სიახლოვეს, სატვირთო თვითმფრინავის ზღვაში ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ექვსმა კი დაზიანებები მიიღო. როგორც BBC იუწყება, ტურბოხრახნიანი ძრავის თვითმფრინავის, რომლის ბორტზეც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ნამსხვრევები სანაპიროზე იქნა გამორიყული, სადაც მაშველებმა ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებს დახმარება აღმოუჩინეს. ოთხივე დაღუპული მოლდოველია, ხოლო მათ შორის ვინც დაზიანებები მიიღო, ოთხი ფრანგია და ორი მოლდოველი. ადგილობრივმა პოლიციამ […]

admin15.10.2017