აფრიკა

სულ მცირე 20 ადამიანია მოკლული, სომალის დედაქალაქში ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად

admin 15.10.2017

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანია მოკლული, დაზიანებები აქვს მიღებული ათეულობით მოქალაქეს, განაცხადა პოლიციამ.

თვითმხილველები დარწმუნებული არიან, რომ ათეულობით ადამიანია დაღუპული.

როგორც BBC იუწყება, სასტუმროს შესასვლელის სიახლოვეს სატვირთო ავტომანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება ამოქმედდა და მიმდებარე ადგილები მიწასთან გაასწორა. პოლიციამ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ განახორციელა აფეთქება მოგადიშუში, რომელიც ალ ყაიდასთან კავშირში მყოფი მთავრობასთან მებრძოლი ალ-შაბაბის დაჯგუფების რეგულარული თავდასხმების სამიზნეა.

GUARDIAN.GE