ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტიდან 48 ათასზე მეტი მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს
აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად შესული დაახლოებით 48,3 ათასი მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს. მანამდე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სეუტაში ბოლო 24 საათში, საერთო ჯამში, 50 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ქალაქის ხელისუფლების შეფასებით კი, მათი რაოდენობა 60 ათასამდე იყო. მიგრაციული კრიზისის ფონზე ესპანეთის ხელისუფლებამ ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედროები გაგზავნა. […]