აფრიკა

95 წლის ასაკში ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გარდაიცვალა

admin 06.09.2019

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებულის ინფორმაციით, მას დაავადება ჰქონდა, თუმცა ინფორმაცია ზუსტი დიაგნოზის შესახებ არ ვრცელდება. იგი აპრილის შემდეგ სინგაპურის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ რობერტ მუგაბე ქვეყნის დამფუძნებელ მამად მოიხსენია.

მუგაბე ზიმბაბვეს მეორე პრეზიდენტი იყო 1987 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე. 1980-1987 წლებში კი ქვეყნის პრემიერ მინისტრის თანამდებობა ეკავა.

რობერტ მუგაბე 2017 წელს, ქვეყნის სათავეში 37-წლიანი ყოფნის შემდეგ, ძალაუფლებიდან სამხედრო გადატრიალების გზით იქნა ჩამოცილებული.