Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დრამატული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს

GUARDIANGE – სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დააკავა პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი, რომელსაც ბრალად ედება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის უკანონოდ დაწესების მცდელობა. იუნი ახლა კორუფციის საგამოძიებო ოფისში (CIO) იმყოფება.  მან თქვა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანონო გამოძიებაა“, დათანხმდა დაკითხვას, რათა „თავიდან აიცილოს სისხლისღვრა“. ანტიკორუფციული სააგენტო იუნს ამბოხების ბრალდებით დაკითხავს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა, უშიშროების […]

admin15.01.2025

რუსული სახელმწიფო მედია: სირიიდან გაქცეული ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია

სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან გაქცევის შემდეგ მოსკოვში იმყოფება, იუწყება რუსული სახელმწიფო მედია. რუსეთი ასადის რეჟიმის მთავარი მოკავშირე იყო – ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ახლა იქ მიიღებენ თავშესაფარს. ასადი სირიიდან იმ დროს გაიქცა, როდესაც მეამბოხეთა დაჯგუფება დედაქალაქ დამასკოში შეიჭრა. მეამბოხეების ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანიმ სიტყვით მიმართა გახარებულ ხალხს დამასკოს მეჩეთში. ქუჩებში მოზეიმე სირიელები […]

admin09.12.2024

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა, უძრავი ქონების ფასი კი სწრაფი ტემპით დაეცა

ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკაა, მესამე კვარტალში, გასული წლის დასაწყისის შემდეგ, ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მკვეთრი ზრდის აღდგენას ცდილობს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, წლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.6%-ით გაიზარდა. წინა კვარტალთან შედარებით, ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია და ასევე ნაკლებია მთავრობის ამ წლისთვის განსაზღვრულ „დაახლოებით […]

admin18.10.2024

კრემლი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთდაცვის შეთანხმება „ერთმნიშვნელოვანია“

რუსეთმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება, რომელსაც მან ხელი მოაწერა ჩრდილოეთ კორეასთან ამ წლის დასაწყისში, ითვალისწინებს „სტრატეგიულ თანამშრომლობას“ ყველა სფეროში, მაგრამ უარი თქვა იმის კომენტირებაზე, თუ როგორ შეიძლება შეთანხმებაში ჩაწერილი ორმხრივი თავდაცვის მუხლის პრაქტიკაში განხორციელება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეთანხმებას ივნისში ფხენიანში სტუმრობისას მოაწერა ხელი და თქვა,  რომ იგი მოიცავდა ურთიერთდახმარების […]

admin16.10.2024

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის საფასურს გადაიხდის

ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ქვეყნის მიმართულებით დაახლოებით 180 რაკეტა გაისროლეს, რომელთა უმეტესი ნაწილი შეაჩერეს. როგორც BBC იუწყება, ერთი პალესტინელი მამაკაცი დაიღუპა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო ცენტრალურ ისრაელში სკოლა, თელ-ავივში კი, რესტორანი დაზიანდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმას „დიდი შეცდომა“ უწოდა და პირობა დადო, რომ ირანი „ამისათვის გადაიხდის“. შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, […]

admin02.10.2024

აშშ და მოკავშირეები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე ცეცხლის 21 დღით შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ

მოკავშირეები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ლიბანში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სისხლიანმა დაპირისპირებამ უკიდურესად სახიფათო ზღვარს მიაღწია. 12-წევრიანმა ბლოკმა მხარეებს შესთავაზა ბრძოლების დაუყოვნებლივ შეჩერება და 21-დღიანი პაუზის აღება „დიპლომატიის სივრცის გამოყენების, საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების დასრულებისა“ და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. ერთობლივ განცხადებას […]

admin26.09.2024

ლიბანში სულ მცირე 492 ადამიანია დაღუპული – ისრაელი არ გამორიცხავს ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას

ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა, დაჭრილია 1645 ადამიანი. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. 2006 წლის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან, რასაც ამ რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა. ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის გაფართოების საშიშროებაზე საუბრობენ აშშ-ში. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ […]

admin24.09.2024

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალედა ზია შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მოჰამედ შაჰაბუდინ ჩუპუმ მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყნიდან გაიქცა და ბანგლადეშში სამხედროების მმართველობა გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დათხოვნა ქვეყნის დროებითი მთავრობის ფორმირების მიზნით მოხდა. მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის დროსაც ასეულობით ადამიანი […]

admin07.08.2024

 „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში საკუთარ სახლში მოკლეს

GUARDIANGE – „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მისი ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში საკუთარ სახლში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ჰანიე თეირანში ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებოდა. ირანის რევოლუციურ გუშაგთა განცხადებით, თავდასხმის შედეგად ჰანიეს ერთ-ერთი პირადი მცველიც დაიღუპა. ისრაელს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია, მაგრამ მანამდე პირობა დადო, რომ „გაანადგურებდა“ პალესტინის ჯგუფს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, რომლის […]

admin31.07.2024

რუსეთის ჩრდილოეთ კორეასთან თავდაცვის შეთანხმებამ შესაძლოა უთანხმოება ჩამოაგდოს ჩინეთთან – ამერიკელი გენერალი

აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ოფიცრის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ურთიერთდაცვის შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეასთან აქვს პოტენციალი შექმნას დაპირისპირება ჩინეთთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო იზოლაციაში მყოფი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირე. „ჩვენ გვყავს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ახლა რაღაცნაირად ჩართულია, ასე რომ, ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება გამოიწვიოს (ჩინეთსა) და რუსეთს შორის. ასე რომ, საინტერესო იქნება ვნახოთ, […]

admin25.06.2024