Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა მასობრივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ყუდსის ძალების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის (IRGC) ყუდსის ძალებისა და მასთან დაკავშირებული მილიციური ჯგუფების წინააღმდეგ.  ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იტყობინება. აშშ-ის დარტყმები საპასუხო ნაბიჯი იყო 28 იანვარს ჩრდილო-დასავლეთ იორდანიაში მდებარე აშშ-ის ბაზაზე უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმისა, რომელმაც სამი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდასხმიდან მალევე, […]

admin03.02.2024

სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა იორდანიაში, აშშ-ის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად

სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა იორდანიის სირიასთან საზღვრის მახლობლად, აშშ-ის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე 34 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა შეფასდა, როგორც ტვინის შესაძლო ტრავმული დაზიანება და რომ ზოგიერთი დაშავებული ჯარისკაცი ბაზიდან ევაკუირებული იქნა შემდგომი მკურნალობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა „ირანის მიერ მხარდაჭერილი […]

admin29.01.2024

პაკისტანმა ირანზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, არიან დაღუპულები

პაკისტანი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმები განახორციელა მეზობელ ირანზე, ირანის თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, რამაც ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უფრო გაამწვავა. პაკისტანის ცნობით, თავდასხმები სისტან-ო-ბალოჩისტანის საზღვრისპირა პროვინციაში „ტერორისტულ სამალავებზე“ განხორციელდა. ირანული მედიის ცნობით, დაიღუპა სამი ქალი და ოთხი ბავშვი. ორი ქვეყანა დიდი ხანია ერთმანეთს ადანაშაულებს მებრძოლი დაჯგუფებებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომლებიც მათ სასაზღვრო რეგიონებში თავდასხმებს ახორციელებენ. პაკისტანის […]

admin18.01.2024

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეასთან გაერთიანება გამორიცხა და ის „მთავარ მტრად“ დაასახელა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან გაერთიანება უკვე შეუძლებელია და უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა ის „მთავარ მტრად“ დასახელდეს. კიმმა ასევე თქვა, რომ სამი ორგანიზაცია, რომლებიც გაერთიანებასთან დაკავშირებით მუშაობდნენ, დაიხურება. ამის შესახებ სახელმწიფო მედია KCNA იტყობინება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „მრავალჯერ უფრო მკაცრად“ უპასუხებს ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ პროვოკაციას. ორი კორეა […]

admin16.01.2024

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ მიწისძვრამ მრავალი ადამიანი იმსხვერპლა და დიდი ზარალი გამოიწვია

Reuters-ის ფოტოები იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანია დაღუპული. ყველა გარდაცვლილი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იშიკავას პრეფექტურიდანაა, რომელიც 1-ელ იანვარს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ მიწისძვრამ მრავალი ადამიანი  იმსხვერპლა და დიდი ზარალი გამოიწვია. ნანგრევებში მოყოლილების გადასარჩენად სამძებრო სამუშაოებს 1 000-ამდე მაშველი ატარებს. ცუნამის გაფრთხილების გაუქმების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ თქვა, […]

admin02.01.2024

იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიამ ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იშიკავას პრეფექტურის ნოტოს რაიონში იაპონიის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მცხოვრებლებს სთხოვეს „დაუყოვნებლივ ევაკუაცია უფრო მაღალ ადგილზე“, როგორც ამას ეროვნული მაუწყებელი NHK იტყობინება. თავდაპირველ გაფრთხილებებში ნათქვამია, რომ ტალღების სიმაღლეს ზოგიერთ ადგილას შესაძლოა 5 მეტრამდე მიეღწია, მაგრამ „მთავარი ცუნამის გაფრთხილება“ მიწისძვრის […]

admin01.01.2024

სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის განსუს პროვინციაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად

სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაშავდა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, განსუს პროვინციაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად. მაშველები -13 გრადუსის ტემპერატურის პირობებში, ყინულოვან ამინდში ატარებენ სამძებრო სამუშაოებს გადარჩენილების საპოვნელად. ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ბრძანება გასცა, რომ სრული ძალისხმევით განახორციელონ სამაშველო ღონისძიებები. რეგიონის ზოგიერთ ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება და წყალმომარაგება.

admin19.12.2023

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქული სახელმწიფოების მეთაურთა სამიტზე განაცხადა, რომ ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა და არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს ან ახსნის იმ სისასტიკეს, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ხდება. „ჩვენ ვმუშაობთ ახალ მექანიზმებზე, რომლებიც ყველა ადამიანის უსაფრთხოების გარანტი იქნება, განურჩევლად მუსლიმის, ქრისტიანისა თუ ებრაელისა. თურქული სამყაროს ერთიანობითა […]

admin03.11.2023

ნეთანიაჰუ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტას გამორიცხავს და ამბობს, რომ „ომის დროა“

პალესტინელები ქალაქ ღაზაში ისრაელის დაბომბვის შემდეგ სახლებს ტოვებენ, 2023 წლის 30 ოქტომბერი. (აბედ ხალედი/AP) ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი თქვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების შესრულებაზე და განაცხადა, რომ ეს იქნება „ჰამასისადმი დანებება“. თელ-ავივში საუბრისას ნეთანიაჰუმ ბიბლია დაიმოწმა და განაცხადა: „ეს არის ომის დრო“. გაეროს დახმარების სააგენტოებმა კი, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაიმეორეს მოწოდებები […]

admin31.10.2023

ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს

კვამლი ამოდის ისრაელის არმიის პოზიციიდან, რომელსაც „ჰეზბოლას“ ტერორისტული დაჯგუფება დაესხა თავს, როგორც ეს ჩანს სოფელ ტეირ ჰარფადან, სამხრეთ ლიბანიდან. 18 ოქტომბერი 2023. (AP ფოტო/ჰუსეინ მალა) ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებს უტევს. მას დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ლიბანური ტელეკომპანია Al Mayadeen-ი იტყობინება, რომ ხუთშაბათს, გამთენიისას, ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე სამხრეთ ლიბანში მდებარე […]

admin19.10.2023