ისრაელი დაეთანხმა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე ირანთან, თუმცა განაცხადა, რომ „მკაცრად უპასუხებს“ შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას
ისრაელი ადასტურებს, რომ თანახმაა შეერთებული შტატების წინადადებას ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე ირანთან, თუმცა აცხადებს, რომ „მკაცრად უპასუხებს“ შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუ შეხვდა კაბინეტს, თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალებისა და „მოსადის“ ხელმძღვანელებს, რათა ეცნობებინა, რომ „ისრაელმა აღმავალი ლომის ოპერაციისას მიაღწია ყველა მიზანს და ბევრად მეტსაც“. „ისრაელმა აღმოფხვრა […]