ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანში საბრძოლო ოპერაციები დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა „მთავარი საბრძოლო“ ოპერაციები დაიწყო ირანში. ტრამპმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაციები“ დაიწყო, რასაც „შესაძლოა, მამაცი ამერიკელი გმირების სიცოცხლე შეეწიროს“. „ჩვენ არაერთხელ ვცდილობდით შეთანხმების მიღწევას. ჩვენ ვცადეთ“, – თქვა ტრამპმა და დასძინა: „ჩვენ ვაპირებთ მათი რაკეტების განადგურებას და მათი სარაკეტო ინდუსტრიის მიწასთან გასწორებას. ის სრულიად… განადგურდება“. […]