იაპონიაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
იაპონიის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ოსაკაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი და დაზიანებები აქვს მიღებული 200-ზე მეტ ადამიანს. როგორც BBC იუწყება, მიმდებარე ტერიტორიაზე აეროპორტები რამდენიმე საათით დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა შეჩერდა და ქარხნები იძულებული გახდნენ პროდუქციის გამოშვება შეეწყვიტათ. 170 000-ზე მეტი მობინადრე ელექტროენერგიის და გაზმომარაგების გარეშე დარჩა. […]