აზია

სასამართლომ პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ნავაზ შარიფის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

admin 19.09.2018

პაკისტანის სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ნავაზ შარიფის პატიმრობის აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეჩერდეს და იგი საპატიმრო დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლდეს.

სასამართლომ შარიფთან ერთად მისი ქალიშვილის, მარიამის, რომელიც დანაშაულში თანამონაწილეობისათვის იხდის სასჯელს, გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო.

ივლისში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შარიფებისთვის პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს, და დღევანდელი განაჩენიც ამის საფუძველზე დადგა.

ერთი კვირის წინ ნავაზ შარიფის მეუღლე, კულსუმ ნავაზი ლონდონში კიბოთი გარდაიცვალა.