Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით პეკინში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით პეკინში ჩავიდა. გამოუცხადებელი ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი ჩინეთში თავის მეუღლესთან ერთად 10 იანვრამდე დარჩება და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოსალოდნელი მეორე შეხვედრის წინ ძინპინთან, მის უახლოეს მოკავშირესთან არსებით მოლაპარაკებებს გამართავს. ჩინეთი ჩრდილოთ კორეის მნიშვნელოვანი მოკავშირე და მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორი და დახმარების წყაროა, თუმცა […]

admin08.01.2019

ცუნამის განმეორების საშიშროების გამო, ინდონეზიის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სანაპირო ზოლზე არ გავიდნენ

ცუნამის განმეორების საფრთხიდან გამომდინარე ინდონეზიის მოსახლეობა, რომელიც ამოფრქვეული ვულკანის, ანაკ კრაკატაუს სიახლოვეს ცხოვრობს, გააფრთხილეს, რომ სანაპირო ზოლზე არ გავიდნენ. შაბათს, ვულკანისგან გამოწვეულმა ცუნამიმ სულ მცირე 281 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 1000-ზე მეტს დაზიანებები მიაყენა. გიგანტურმა ტალღებმა კუნძულების, სუმატრასა და ჯავას ქალაქებს გადაუარა. ანაკ კრაკატაუ კვირას ისევ ამოიფრქვა და მიმდებარე ტერიტორია კვამლსა და ფერფლში გახვია. ჯავასა […]

admin24.12.2018

მოკლულია სულ მცირე 7 პალესტინელი, მათ შორის „ჰამასის“ მეთაური ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად

პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით ექვსი პალესტინელი, მათ შორის „ჰამასის“ ადგილობრივი მეთაურია მოკლული ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციის შედეგად, იტყობინება BBC, Haaretz-ის ინფორმაციით კი სულ მცირე 7 პალესტინელია მოკლული. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მოკლულია მათი ერთი ჯარისკაცი, მეორე კი დაჭრილია ღაზას სექტორში სპეციალური ძალების მიერ განხორციელებული „საოპერაციო აქტივობებისას“. შეტაკებები ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ხან იონუსის აღმოსავლეთით მოხდა. ისრაელმა […]

admin12.11.2018

ირანის მიმართ აშშ-ის „ყველაზე მძლავრი“ სანქციები ამოქმედდა

შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ირანზე თავისი „ყველაზე მძლავრი“ სანქციები აამოქმედა, რასაც ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ტრამპის ადმინისტრაციამ ხელახლა დააწესა ყველა ის სანქცია, რაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში იყო მოხსნილი, ეს კი არა ამარტო ირანს აქცევს მარწუხებში, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მასთან ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებში იმყოფებიან. სანქციები დარტყმას აყენებს ნავთობის ექსპორტს, საზღვაო […]

admin05.11.2018

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინს აშშ-ში შემოდგომაზე დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე არ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებამდე არ გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნები 6 ნოემბერს არის დაგეგმილი. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ისტორიული სამიტის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მხარეები შეხვედრის ოთხ შესაძლო მდებარეობას […]

admin10.10.2018

1 200-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ ინდონეზიაში

ინდონეზიაში პარასკევს მომხდარი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა, იტყობინება BBC ქვეყნის ეროვნული კატასტროფის პრევენციის სააგენტოზე დაყრდნობით. ინდონეზიის ქალაქ პალუში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მეწყერისგან ჩამარხული ეკლესიის ნანგრევებში, რამდენიმე საათის წინ 34 ინდონეზიელი სტუდენტის ცხედარი იპოვეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკარგულად იყო გამოცხადებული 86 სტუდენტი. ამჟამად, […]

admin02.10.2018

830-ზე მეტი ადამიანია დაღუპული 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად ინდონეზიაში

ინდონეზიაში პარასკევს მომხდარი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 832-ს გადააჭარბა, თუმცა მოელიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ითვლება დაკარგულად. დანგრეულია ათასობით სახლი, ასევე საავადმყოფოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები. როგორც BBC იუწყება, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი დაღუპულების მასობრივად დასაფლავებას იწყებენ, რადგან დაავადების გავრცელებას შიშობენ. ყველაზე მეტად […]

admin01.10.2018

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტით ესახება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტით ესახება. მან ამ განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისი ადმინისტრაციის დღემდე ყველაზე მკაფიო გზავნილი გააჟღერა. წარსულში ტრამპის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ის მხარს დაუჭერდა ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, თუკი ორივე მხარე დათანხმდებოდა ამას. ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ისრაელის პრემიერ მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე […]

admin27.09.2018

ტერეზა მეი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა. ტერეზა მეისა და ჰასან რუჰანის მოლაპარაკებები გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. ბრიტანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ტერეზა მეიმ ირანში დაკავებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბრიტანელი თანამშრომლის გათავისუფლების საკითხი დააყენა. თუმცა, მოლაპარაკებების მთავარი თემა მაინც აშშ-ის მეირ ირანისთვის ხელახლა დაწესებული სანქციები იყო. ევროკავშირი ცდილობს, შეინარჩუნოს 2015 წელს გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმება. ანალოგიური პოზიცია აქვს ბრიტანეთსაც. აღსანიშნავია, რომ ტერეზა მეისა და რუჰანის შეხვედრა, […]

admin26.09.2018

ირანში, სამხედრო აღლუმზე 25 ადამიანი მოკლეს – ქვეყნის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ „აშშ–ის თოჯინები“ ცდილობენ „დაუცველობის და უიმედობის შექმნას“ ირანში

ირანის ლიდერებმა ბრალი დასდეს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაში, რამაც 25 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთაგან თითქმის ნახევარი „რევოლუციის მცველთა“ ჯარისკაცები არიან. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ „აშშ–ის თოჯინები“ ცდილობენ „დაუცველობის და უიმედობის შექმნას“ ირანში. ირანის სამხრეთ–დასავლეთ ქალაქ აჰვაზში სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა […]

admin23.09.2018