Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

პუტინის და ერდოღანის შეხვედრისას მიღწეული „ისტორიული შეთანხმება“

თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ქურთული შეიარაღებული ძალების სირია-თურქეთის საზღვრიდან მოცილებით არსებულ პოზიციებზე დარჩენაზე და აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა „ისტორიული“ უწოდეს. ახლა სირია-თურქეთის საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას თურქეთი და რუსეთი განახორციელებენ. თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს წამოიწყო, რათა თავისი სამხრეთ საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებიდან ქურთული ძალები განედევნა და იქ ბუფერული ზონა შეექმნა – ოპერაცია […]

admin23.10.2019

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

ისრაელში სექტემბერში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ხელისუფლების სათავეში ათეული წლის განმავლობაში მყოფმა პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა პარტიამ ქვეყნის 120-კაციან პარლამენტში (ქნესეთში) უმრავლესობა ვერ მოიპოვა და შესაბამისად, მკაფიო გამარჯვებულიც ვერ გამოვლინდა, პრემიერმა განაცხადა, რომ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მას არ შეუძლია მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო 61 კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება, რითაც გზა მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, […]

admin22.10.2019

სირიაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების კვალდაკვალ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, ანკარაში ჩადის

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ანკარაში ჩადის, რათა თურქეთის ხელმძღვანელობასთან ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების კვალდაკვალ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას შეეცადოს. ხუთშაბათს, პენსი ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და იგი შეახსენებს მას, რომ თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება […]

admin16.10.2019

დაღუპულია 120-ზე მეტი ადამიანი ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ინდოეთის შტატებში

დაღუპულია 120-ზე მეტი ადამიანი ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ინდოეთის უტარ პრადეშისა და ბიჰარის შტატებში, იტყობინება BBC ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით. ოფიციოზის ინფორმაციით, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, სატრანსპორტო მოძრაობა, ჯანდაცვის მომსახურებები, სკოლების მუშაობა და ასევე შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. უტარ პრადაშის მთავრობის ცნობით, ხუთშაბათის შემდეგ 93 ადამიანია დაღუპული. ბიჰარის შტატში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 29-ს შეადგენს. ადამიანები მთავარ […]

admin30.09.2019

მოკლულია 63 ადამიანი და დაჭრილია 180-ზე მეტი ავღანეთის დედაქალაქში, ქორწილში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად

მოკლულია 63 ადამიანი და დაჭრილია 180-ზე მეტი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საქორწინო ცერემონიის დროს თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად. როგორც BBC იუწყება, აფეთქება შაბათს ღამით, დგილობრივი დროით 22:40 საათზე, ქაბულის დასავლეთ ნაწილში, ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ რაიონში მოხდა. „თალიბანმა“ უარყო, რომ აფეთქების უკან თავად იდგა. არც ერთ სხვა დაჯგუფებას მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ავღანეთსა და […]

admin18.08.2019

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი პირველი მაისის სასამართლოს მოსამართლის, ადილბეგ სუბანკულოვის გადაწყვეტილებით, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. იგი იქ 26 აგვისტომდე დაჰყოფს. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ატამბაევის ადვოკატ სერგეი სლასარევზე დაყრდნობით ავრცელებს. ადვოკატის თქმით, ატამბაევს წინასწარი პატიმრობა კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლების საქმეზე მიესაჯა. ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ძალოვანებს ხუთშაბათს ხანგრძლივი […]

admin09.08.2019

ირანის შეიარაღებული საზღვაო ხომალდები ბრიტანული ნავთობტანკერის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ

ირანის რევოლუციის მცველთა შეიარაღებული საზღვაო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ, თუმცა მათი განზრახვა რაკეტებით აღჭურვილმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო გემმა ჩაშალა, რომელიც თან ახლდა ნავთობტანკერს, იუწყება აშშ-ის მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. დასავლური მედია აშშ-ის ოფიციოზზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანულ ნავთობტანკერს ირანის ტერიტორიულ წყლებთან ძალიან ახლოს გაჩერება მოსთხოვეს, მაგრამ ბრიტანეთის სამეფო […]

admin11.07.2019

პოლიციამ ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრილი დემონსტრანტები შენობიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა

ჰონგ-კონგში პარლამენტის შენობის ცენტრალურ პალატაში შეჭრილი პროტესტანტები პოლიციამ შენობიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ათეულობით მათგანმა საკანონმდებლო საბჭოს მინები ჩაამსხვრია. არეულობები ჰონგ-კონგში ასეულობით ათასი ადამიანის მიერ სადავო ექტრადიციის კანონთან დაკავშირებით გამოხატულ მშვიდობიან პროეტსტს მოჰყვა. ორშაბათს, გვიან ღამით, პოლიციამ გააფრთხილა პროტესტანტები, რომ უნდა გაეთავისუფლებინათ შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში „სათანადო ძალას“ გამოიყენებდნენ. […]

admin02.07.2019

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებს განაახლებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორი კორეის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. იგი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც დემილიტარიზებული ზონის საზღვარი გადაკვეთა და ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დაადგა. აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი პრეზიდენტი ტრამპი იყო. ჩრდილოეთ კორეამ მის ამ ინიციატივას „ძალიან საინტერესო“ უწოდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ […]

admin30.06.2019

აშშ-ის მთავარი მოკავშირის, იაპონიის ლიდერი ირანში ჩადის, პრეზიდენტი რუჰანი კი აცხადებს, რომ „იაპონია დაინტერესებულია ირანული ნავთობის ყიდვით“

თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობებისა და ამ უკანასკნელის მხრიდან ირანისადმი დამატებითი მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის, იაპონიის ლიდერი შინძო აბე ოფიციალურ ვიზიტად თეირანში ჩავიდა და როგორც ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იაპონიას სურს შეინარჩუნოს ირანული ნავთობის ყიდვა, თუმცა თავად აბეს არ უხსენებია ირანული ნავთობის ახლახან […]

admin13.06.2019