საქართველო

25 წლის შემდეგ, ეშტია-ნინოწმინდის წყალსადენი სისტემა ამუშავდა

admin 26.09.2018

25 წლის შემდეგ, ეშტია-ნინოწმინდის წყალსადენი სისტემა ამუშავდა. ამჟამად აღნიშნული სისტემის ფუნქციონერებასთან დაკავშირებული დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, დაახლოებით 3-4 დღეში კი, აღნიშნული წყალსადენი სისტემა წყალმომარაგების აუზს შეუერთდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლება მადლობას უხდის შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების ნინოწმინდის კომპანიის” წარმომადგენლებს, რომლებმაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლობასთან ერთად, ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხი ნაწილობრივ მოაგვარეს.