საქართველო

პოლიციამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე კარვები აიღო და გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა

admin 11.06.2018

თბილისში, რუსთაველის გამზირზე განთავსებული კარვები პოლიციამ აიღო და გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა.

კარვების სავალი ნაწილიდან გატანამდე, სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

დაკავებას წინ უძღოდა რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარავში მომხდარი ინციდენტი.