საქართველო

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა

admin 16.11.2021

მამუკა ხაზარაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძემ 4 ნოემბერს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

კომიტეტმა განიხილა საკითხი, მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება.

ამის შემდეგ, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს დადგენილების პროექტს მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.