საქართველო

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოიყო

admin 16.03.2021

საქართველოს პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარი დაუჭირა.მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. გადაწყვეტილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება.