Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

ფხენიანის განცხადებით, აშშ-სამხრეთ კორეის მასშტაბური საჰაერო წვრთნები „შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ბირთვული ომის მიზეზი გახდეს“

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ეიჩ არ მაკმასტერი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა „ყველაზე დიდი, სასწრაფო საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის“ და ომის ალბათობა ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალური ფხენიანი კი მიიჩნევს, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირის, სამხრეთ კორეის ფართომასშტაბიანი ერთობლივი საჰაერო წვრთნები, რომელიც ორშაბათს იწყება, „შესაძლოა ნებისმიერ მომენტში ბირთვული ომის მიზეზი გახდეს“. მაკმასტერმა შაბათს თავდაცვის ფორუმს უთხრა, რომ ომის […]

admin03.12.2017

სამხრეთ კორეაში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის სამხედრო ძალების ფხენიანის წინააღმდეგ გამოყენება „ღმერთის წყალობით“ არ დასჭირდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას „მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას“ იმის განსახილველად, რომ უარი თქვას მის ბირთვულ პროგრამაზე. როგორც BBC წერს, წინანდელი ცეცხლოვანი რიტორიკისაგან განსხვავებით, ტრამპმა თქვა, რომ მას „ღმერთის იმედი აქვს“, რომ არ დასჭირდება შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ფხენიანის წინააღმდეგ გამოყენება. ტრამპმა განცხადებები სეულში, მის კოლეგასთან, მუნ ძე ინთან გამართულ ერთობლივ […]

admin07.11.2017

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იაპონიას შეუძლია ჩამოაგდოს ჩრდილო კორეული რაკეტები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იაპონიას შეუძლია „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“ ჩამოაგდოს ჩრდილო კორეული რაკეტები იმ სამხედრო მოწყობილობებით, რასაც ის აშშ-ისაგან ყიდულობს. ამასობაში იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა გზა გადაუჭრას რაკეტებს „თუ საჭიროება“ იქნება. BBC-ის ცნობით, აღნიშნული განცხადებები ლიდერებმა იაპონიაში ტრამპის პირველი სახელმწიფო ვიზიტისას, რეპორტიორებთან გააკეთეს. ორშაბათს, პრესკონფერენციაზე […]

admin06.11.2017

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს ბრალს წაუყენებენ

  დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოძიების ფარგლებში ბრალს წაუყენებენ, იუწყება BBC აშშ-ის მედიაზე დაყრდნობით. გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრალი მას და მის ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, რიკ გეიტსს წარედგინებათ. გამოძიებას იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დანიშნული სპეციალური პროკურორი, FBI-ის ყოფილი დირექტორი, რობერტ მიულერი აწარმოებს და იგი იძიებს, არსებობდა თუ […]

admin30.10.2017

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონის „დანაშაულის“ და რუსეთის ამერიკის არჩევნებზე ჩარევის შესახებ მძაფრი განცხადებები გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა,  დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონის და „დემოკრატიული პარტიის“ „ბრალეულობის“ შესახებ „თვითერზე“ ტირადა წამოიწყო და მისი მგზნებარე განცხადებების გაკეთება მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი დაპატიმრება მიმდინარე კვირას, შესაძლოა, ორშაბათსაც კი მოხდეს. ტრამპი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მის საარჩევნო კამპანიასა […]

admin30.10.2017

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ილინოისის შტატში ნაფიც მსაჯულად გამოიძახეს

სასამართლოს ოფიციალური პირის განცხადებით, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ილინოისის შტატში ნაფიც მსაჯულად გამოიძახეს და იგი მისვლას აპირებს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ყოფილი პრეზიდენტი ქუქის ოლქში მომავალ თვეში ჩავა. BBC-ს ცნობით, 56 წლის ბარაქ ობამა ვაშინგტონსა და ჩიკაგოში ფლობს საცხოვრებელ სახლებს, და შესაძლოა ნაფიც მსაჯულად გამოძახების მიზეზი კრიმინალური ან სამოქალაქო დანაშაული იყოს. […]

admin30.10.2017

შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურებმა დააფიქსირეს იმის ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი სარაკეტო გამოცდებისთვის ემზადება – სამხრეთ კორეული გაზეთი

ამერიკის შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურებმა დააფიქსირეს იმის ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი სარაკეტო გამოცდებისთვის ემზადება, იტყობინება სამხრეთ კორეული გაზეთი „ტინო ილბო“. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამხრეთ კორეული გამოცემის მიხედვით წერს, ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა მალე რამდენიმე ტიპის იარაღი გამოსცადოს, მათ შორის საშუალო მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ-12“. გამოცემა ასევე არ გამორიცხავს, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა […]

admin15.10.2017

აშშ-ს მოკავშირეები – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია განუდგნენ და ტრამპის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების გვერდით დგანან

მსოფლიო სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატების მოკავშირეები აცხადებენ, რომ ისინი ტრამპის მიერ დაწუნებული და კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცეული ირანის ბირთვული შეთანხმების გვერდით დგანან. როგორც BBC იუწყება, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ტრამპის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ხელშეკრულება „ჩვენი საერთო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების“ მიხედვით არის დადებული. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ „არც ერთ ცალკე აღებულ სახელმწიფოს“ არ აქვს […]

admin14.10.2017