Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

პრეზიდენტ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გარი კონმა თანამდებობა დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი გარი კონი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ კონი, თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერი, განაწყენებული იყო ტრამპის გეგმების გამო, რაც ალუმინისა და ფოლადის იმპორტებზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონი ამბობს: „დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის“. კონის თანამდებობიდან წასვლა ტრამპის […]

admin07.03.2018

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპეციალურ დავალებათა ელჩებს შეხვდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ფხენიანში ჩასულ მაღალი რანგის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა. როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ რაც 2011 წელს ახალგაზრდა ლიდერმა ძალაუფლება აიღო ხელში, სეულიდან ჩასულ ოფიციალურ პირებს კიმი პირველად შეხვდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა დელეგაციის ფხენიანში ჩასვლიდან მალევე დაადასტურა მისი წევრების კიმ ჩენ ინთან შეხვედრა. სამხრეთ კორეის ხელისუფლების10-კაციანი ჯგუფი ფხენიანში […]

admin06.03.2018

აშშ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებისა და დაღუპვის და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაპატიმრების გამო

საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებისა და დაღუპვის და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაპატიმრების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტი ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების სრულ გამოძიებას მოითხოვს. „შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაკავებისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში პატიმრობის ყოფნის […]

admin28.02.2018

სერგეი ლავროვმა „ყბედობა“ უწოდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში FBI-ის სპეციალური პროკურორის მიერ რუსების ჩარევის ბრალდებას

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ 13 რუსისთვის ბრალის დადებას, რომ ისინი შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა და აღნიშნულს „ყბედობა“ უწოდა. BBC-ის ცნობით, ლავროვმა გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ იგი უფრო მეტ კომენტარს არ გააკეთებს, სანამ „ფაქტებს“ არ იხილავს. რუსეთის საგარეო […]

admin17.02.2018

აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან

შეერთებული შტატები და თურქეთი, რომელთა ჯარები ჩრდილოეთ სირიაში ერთამანეთთან ძლიერ წინააღმდეგობაში იმყოფებიან, შეთანხმდენ, რომ კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, ნატოელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივი ჯგუფების შეხვედრა შედგება, რათა თავიანთ დიპლომატიურ განსხვავებულობაზე იმუშაონ, მათ შორის საკამათოდ ქცეულ მანბიჯზე – ქალაქზე, სადაც ქურთულ ძალებზე, რომელსაც მხარს აშშ უჭერს, თავდასხმით თურქეთი დაიმუქრა. […]

admin16.02.2018

კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმზე აშშ-ს რეგიონული და მსოფლიო მშვიდობის „საბოტაჟში“ დასდო ბრალი

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხუთშაბათს, სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე, სამხედრო აღლუმი ჩაიბარა, სადაც ქვეყნის ყველაზე მძლავრი შეიარაღება იყო წარმოდგენილი, მათ შორის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონგ 15“, იტყობინება ჩინური Xinhuanet-ი კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით. ქვეყნის არმიის დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი 90-წუთიანი აღლუმისას, ყინვიან ამინდში, კიმმა თავის სიტყვაში მოუწოდა კორეის […]

admin09.02.2018

ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა ვაშინგტონს ხელი აიღოს „ცივი ომის მენტალობაზე“

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ის მისი ბირთვული არსენალის უფრო მცირე ბომბებით გამრავალფეროვნებას გეგმავს, ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს ხელი აიღოს მისი „ცივი ომის მენტალიტეტზე“. „ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ბირთვული არსენალის მფლობელია, უნდა აიღოს ინიციატივა მისდიოს საერთო მიმართულებას, ვიდრე წავიდეს მის წინააღმდეგ“, განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას. შეერთებული შტატების სამხედრო უწყება მიიჩნევს, რომ მისი […]

admin04.02.2018

ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ აშშ „ჩინეთის და რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ფოკუსირების საგანი ახლა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობაა და არა ტერორიზმი. შეერთებული შტატები „რევიზიონისტი სახელმწიფოების მხრიდან, ისეთი ერთმანეთისაგან განსხვავებული ქვეყნებისაგან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას, თქვა მატისმა, რითაც მან, როგორც BBC წერს, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გაამჟღავნა. რუსეთისადმი აშკარა მინიშნებისას მან გამაფრთხილებელი […]

admin20.01.2018

შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაიხურა

მას შემდეგ რაც სენატმა თანხმობა არ განაცხადა ახალი ბიუჯეტის მიღებაზე, შეერთებული შტატების მთავრობამ ფედერალურ დონეზე მუშაობა შეაჩერა. კენჭისყრის გამართვამდე რამდენიმე წუთით ადრე სენატში „რესპუბლიკელებსა“ და დემოკრატებს“ შორის გამართული შეხვედრის მიუხედავად, მათ შორის მთავარ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და კანონპროექტმა, რომლის მიღებაც აუცილებელი იყო მთავრობის 16 თებერვლამდე დასაფინანსებლად, ხმების საჭირო რაოდენობა – 60 ხმა – ვერ […]

admin20.01.2018

კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი „ყოველთვის ჩემ მაგიდაზეა“

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი „ყოველთვის ჩემ მაგიდაზეა“, რითაც გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ მას არასოდეს ექნება შესაძლებლობა დაიწყოს ომი. როგორც BBC იუწყება, საახალწლო სატელევიზიო სიტყვაში მან თქვა, რომ მთელი შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წვდომის არეშია და დაამატა: „ეს რეალობაა და არა საფრთხე“. ამავე დროს, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ […]

admin01.01.2018