რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე, პრორუსი კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მონაცემებით, დათვლილი ხმების 100%-ის მიხედვით, ულტრანაციონალისტ კალინ ჯორჯესკუს 22.94% აქვს მიღებული, მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19.18 პროცენტი მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი ხმების 19.15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა. ასეთი შედეგის გამო, ჩიოლაკუმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა. […]