საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად შეაფასა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა – მარტინს და მისიის სხვა წევრებს შეხვდა. მისია საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებშია ჩამოსული. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნის მაკროეკონომიკურ […]