ირაკლი კობახიძე: „ის დაპირებები, რომლებიც გაიცა ჩვენს მიერ ორი წლის წინ არის პირნათლად შესრულებული“
„ის დაპირებები, რომლებიც გაიცა ჩვენს მიერ ორი წლის წინ არის პირნათლად შესრულებული“, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, 2012 წლის გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო დემოკრატია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება. მისი თქმით, ყველაფერი […]