ირაკლი შოთაძემ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ – საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. ჩემთვის, […]