Wednesday, 20 May 2026
$ 2.68
3.11
£ 3.58
0.04
0.06

გიორგი კვირიკაშვილი: დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა აშშ

ისტორია ქართველთა მსოფლმხედველობის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, რათა აქამდე მოვსულიყავით, და ამ ისტორიის გმირები სწორედ ქართველები არიან. 100 წლის წინ, მაისში საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე „პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი” სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩვენ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა […]

admin23.05.2018

გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგში, რუსებისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. სასამართლოს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა. სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. „როგორც შეგპირდით და განვაცხადეთ, ეს იყო უკომპრომისო, ოღონდ სამართლიანობისა და სამართლისთვის ბრძოლა. ამ შემთხვევას, ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში […]

admin23.05.2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში 2.6 კმ. გზის კეთილმოწყობა ხორციელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2.600 მეტრი სიგრძის შიდა გზის კეთილმოწყობა ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „სკინჩის“ ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს პროექტის მონიტორინგის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი და ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი […]

admin23.05.2018

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა დღეს, 23 მაისს იყო ჩანიშნული და ის უკვე დაიწყო. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს. ქართული დელეგაცია სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს […]

admin23.05.2018

კონგრესმენი ჯერალდ კონოლი: „ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს

„ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება“, განაცხადა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების – კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით გაიმართა. კონგრესმენმა ისაუბრა თავისუფლების, […]

admin22.05.2018

თეა წულუკიანი: პუტინის საჯარო გამოსვლა მოწმობს, რომ რუსეთი 2008 წლის საომარი მოქმედებებისთვის მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა

დიდი იმედი გვაქვს, როგორც მხარეს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას, აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა. როგორც მინისტრი ამბობს, რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის, მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა, რასაც ვლადიმერ პუტინის საჯარო გამოსვლა მოწმობს. „სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას, როგორც ეს […]

admin22.05.2018

აკაკი ზოიძე: „ბიძინა ივანიშვილი ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ემხრობა“

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოპოლიტიკის რეფორმა იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება მოხდა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასევე იმყოფებოდა შეხვედრაზე, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა. „პრინციპული დაპირისპირება არ გამოკვეთილა, დაახლოვდა […]

admin22.05.2018

მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, 2 სპეც-მანქანა შეემატა

მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, 2 სპეც-მანქანა შეემატა. ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონულ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად გადასცა. ახალი სპეც-მანქანები ყველა სირთულის რელიეფზე […]

admin22.05.2018

მაიკ პომპეო მოუწოდებს რუსეთს უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უარი თქვას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვრიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. პომპეომ თქვა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ურყევია და პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და […]

admin21.05.2018

მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ირანზე „ისტორიაში ყველაზე ძლიერ სანქციებს“ აწესებს

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიაში ყველაზე ძლიერ სანქციებს“ აწესებს ირანზე. ვაშინგტონში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა თქვა, რომ  ირანს „მისი ეკონომიკის გადასარჩენად ბრძოლა მოუწევს“ მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა. მან აღნიშნა, რომ მჭიდროდ იმუშავებს პენტაგონთან და რეგიონულ მოკავშირეებთან იმისათვის, რომ „შეაკავოს ნებისმიერი ირანული აგრესია“. სახელმწიფო მდივნის რანგში, თავის საგარეო პოლიტიკის […]

admin21.05.2018