გიორგი ჩერქეზიშვილი: ახალი საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც მცირე და საშუალო მეწარმეებს ვთავაზობთ, უპრეცენდენტოა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ჩერქეზიშვილის შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაბეგვრის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის მიმდინარე ღია დიალოგის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა. მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი 1-ლი ივლისიდან უკვე […]