ირაკლი კობახიძე: ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაიმართება. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. „სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებში, მას შემდეგ, რაც გაიმართება კონკრეტული კონსულტაციები, ამის […]