საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან […]