Saturday, 20 June 2026
$ 2.65
3.04
£ 3.51
0.04
0.06

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს. გოგაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. იგი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინსიტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

admin21.08.2018

ირაკლი კობახიძე: გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი

გიორგი მარგველაშვილი „ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, და სწორედ ამის გამო ნიშნავდა თავის თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ჩაგდება-არჩაგდება, არც ერთი და არც მეორე, ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. ჩვენთვის მთავარია კანდიდატი როგორი იქნება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ სამწუხაროდ, მოლოდინი […]

admin20.08.2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და გვარდიის სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში […]

admin20.08.2018

პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტს შალვა კერესელიძე დაიკავებს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, იგი დუშეთშია დაბადებული და იცნობს რეგიონის სპეციფიკას და მის პრობლემებს. „მას აქვს დიდი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში. ის დღემდე ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს; მას აქვს კონკრეტული […]

admin20.08.2018

ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო

უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეუძლიათ –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ამით ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე […]

admin17.08.2018

მამუკა ბახტაძე – აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის […]

admin17.08.2018

მამუკა ბახტაძე: ანგელა მერკელის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო ურთიერთობის კავშირს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 23 აგვისტოს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო ურთიერთობის კავშირს უსვამს ხაზს. „მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, 23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. ეს გახლავთ ქალბატონი კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის […]

admin17.08.2018

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 102 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 102 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გორში, I ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა. მან წვევამდელებს სიტყვით მიმართა, წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. დღესვე სათანადო საბრძოლო მომზადებითა და დისციპლინით გამორჩეული ჯარისკაცები გამოავლინეს, რომლებსაც საპატიო სიგელები […]

admin16.08.2018

პრეზიდენტმა ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორს, ჯონ ბრენანს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება შეუჩერა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორს, ჯონ ბრენანს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება შეუჩერა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა ოთხშაბათს განაცხადა. ბრენანი CIA-ის დირექტორად 2013-2017 წლებში მუშაობდა. „ბატონი ბრენანის განვლილი გზა მის ობიექტურობას და დამაჯერებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, უთხრა ჟურნალისტებს სანდერსმა პრესკონფერენციაზე. თეთრმა სახლმა ივლისის ბოლოს გამოაცხადა, რომ ის სადაზვერვო […]

admin16.08.2018

სერგეი შამბა: „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი, თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ”

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მან ასევე თქვა, რომ პრიმაკოვის შუამავლობით განხილული იქნა ვარიანტი, რომელსაც „ერთობლივი სახელმწიფო“ ეწოდებოდა, „თუმცა, ყველა ჩამოთვლილ შეთავაზებაზე საქართველო უარს […]

admin16.08.2018